მთავარისიახლეებისაზოგადოება"აქ დგას ჩემი შვილი... ზედმეტ კითხვებს ნუ დამისვამთ, მაღიზიანებს"-ზაზა სარალიძე

“აქ დგას ჩემი შვილი… ზედმეტ კითხვებს ნუ დამისვამთ, მაღიზიანებს”-ზაზა სარალიძე

Published on

"აქ დგას ჩემი შვილი და მე ჩემი შვილის გვერდზე ვიდგები," – ეს განცხადება მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ ვაკის პარკში აქციაზე მისვლის შემდეგ გააკეთა. 
 
სარალიძის თქმით მისი მოთხოვნა იგივე რჩება და მას სურს მისი შვილის მკვლელების დასჯას. ვაკის პარკში იმყოფებოდა ბუტა რობაქიძის დედაც, რომელსაც მცირე შეკამათება მოუვიდა სარალიძესთან. ის და აქციის სხვა მონაწილეები სარალიძისგან მოითხოვდნენ, რომ ის არ დაბრუნებულიყო რუსთაველზე და გამიჯვნოდა პოლიტიკოსების ჩართვას ამ პროცესებში. სარალიძემ ვაკის პარკი იქ მისვლიდან დაახლოებით ნახევარ საათში დატოვა. 
 
"ვინც ვერ ხვდებით აქ მე რატომ ვარ, ზედმეტ კითხვებს ნუ დამისვამთ, მაღიზიანებს!,"-განაცხადა ზაზა სარალიძემ ვაკის პარკის დატოვებამდე. 

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...