მთავარისიახლეებისაზოგადოებამესამე დღეა ზუგდიდში ახალგაზრდები სოლიდარობის აქციას მართავენ

მესამე დღეა ზუგდიდში ახალგაზრდები სოლიდარობის აქციას მართავენ

Published on

„სამეგრელოს ხმის“ლიდერი თენგიზ ჯგუშია ზუგდიდში გუშინ გამართულ სოლიდარობის აქციას ეხმაურება.მისი თქმით, აქციების დაგეგმვის თანაორგანიზატორია და მას უფლება აქვს როგორც მშობელს გამოვიდეს და მიმართოს საზოგადოებას. თენგიზ ჯგუშიას თქმით, სისტემა უნდა დაინგრეს- მოწოდება უკვე არის პოლიტიკური მოთხოვნა და ვერ გაიზიარებს ამ ნაწილში იმ მოსაზრებას, რომ აქციას პოლიტიკოსები არ გაეკარონ. მან გუშინდელ აქციას ლგბტ ჯგუფის პროპაგანდა უწოდა.კითხვაზე, იყო თუ არა მისი განხცადება დისკრედიტაციული, მან აღნიშნა, რომ ახდენს, არა სოციალური ჯგუფის დისკრედიტაციას, არამედ არამედ ლგბტ სტატუსის კონსტატირებას“.თენგიზ ჯგუშიას ბრალდებებს გუშინდელი აქციის ორგანიზატორებმა უპასუხეს. ემზო კვარაცხელიას თქმით, თავიდანვე იყო ახალგაზრდების მოთხოვნა, რომ აქცია ყოფილიყო აპოლიტიკური და მიკროფონთან არც ერთი პარტიის წარმომადგენელი არ უნდა მისულიყო.“აქ ჩვენ არ გვჭირდება კოლექტიური ჯგუშიები. – განაცხადა „თანასწორობის მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა ემზო კვარაცხელიამ. ჯგუშიას განცხადებას აქციის მიზნების დისკრედიტაციად აფასებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ ზუგდიდის ორგანიზაციის კოორდინატორი არჩილ თოდუა, მისი თქმით, ჯგუშიას ასეთი განცხადებები წარმოადგენს რუსულ ნარატივს.შეგახსენებთ, რომ გუშინ აქციაზე, რომელიც ახალგაზრდების მიერ იყო ორგანიზებული და რომელსაც შაოსანი დედებიც ესწრებოდნენ, თენგიზ ჯგუშიაც იმყოფებოდა, რომელმაც მიკროფონი ითხოვა, თუმცა ამას აქციის მონაწილეთა ნაწილმა პროტესტით უპასუხა. 

სიახლეები

მართვის მოწმობის როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდა მარტივდება

სატრანსპორტო საშუალებების მართვის მოწმობის აღების წესი და პირობები იცვლება. შესაბამისი ბრძანება შინაგან საქმეთა მინისტრმა,...

ლევან ხაბეიშვილს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტ საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა...

მურთაზ ზოდელავას 9 თვიანი პატიმრობა შეეფარდა

ყოფილ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე 9 თვიანი...

ღალატი იყო და იქნება, მთავარია ჩვენ ამას არ შევეგუოთ – ვინ უღალატა სააკაშვილს?

ვინ უღალატა მიხეილ სააკაშვილს? - საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სკანდალური განცხადება სასამართლო პროცესზე გააკეთა და...