მთავარისიახლეებისაზოგადოებამესამე დღეა ზუგდიდში ახალგაზრდები სოლიდარობის აქციას მართავენ

მესამე დღეა ზუგდიდში ახალგაზრდები სოლიდარობის აქციას მართავენ [Video]

Published on

სისტემა უნდა დაინგრეს, ნუ მომკლავ – ამ ლოზუნგით აქცია ზუგდიდში მესამე დღეა იმართება, აქციის ორგანიზატორები ახალგაზრდები არიან, რომლებიც აცხადებენ, რომ ეს აქცია არის აპოლიტიკური და სრულად თავისუფალი ყოველგვარი პოლიტიკისგან. აქციის მონაწილეები ზუგდიდის საოლქო პროკურატურასთან შეიკრიბნენ და თავიანთი მოთხოვნები კიდევ ერთხელ გააჟღერეს, ეს არის უცვლელი მოთხოვნა- სისტემა უნდა დაინგრეს!. მათ ხელში უჭირავთ პლაკატები წარწერებით „ნუ მომკლავ“ „აღასრულე სამართლიანობა პოლიტიკის გარეშე“,“ სოლიდარობა ზაზა სარალიძეს“. აქციის მონაწილეებს ფეხბურთის გულშემატკივართა გუნდი „აბრაგები“  შეუერთდნენ. პროკურატურიდან აქციის მონაწილეები ფეხით გაემართნენ იუსტიციის სახლისკენ, მსვლელობისას ისინი სკანდირებდნენ – „სისტემა უნდა დაინგრეს“. იუსტიციის სახლთან შეკრებილებმა მოუწოდეს ყველას, შემოერთებოდნენ აქციას, რომელიც მანამდე არ დაიშლება, ვიდრე არ აღსრულდება სამართალი. აქციის მონაწილეთა ბოლო ლოკაცია იყო ცენტრალური ბულვარი, სადაც ხვალინდელი აქცია დაანონსდა.
 

სიახლეები

პრივილეგიაა – ვნახავთ, რა იქნება პასუხი და მივიღებთ საჭირო გადაწყვეტილებას-ფიშერი უვიზოზე

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანა ევროკავშირს 2024 წლის დასაწყისიდან დაშორდა. ქვეყანა შორდება ევროკავშირს დიდი სისწრაფით,...

დამატებითი ბრძოლის ველია, უთანასწორო მდგომარეობის მიუხედავად – ხაზარაძე არჩევნებზე

ლელო-ძლიერი საქართველოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მის და გიორგი გახარიას გუნდს შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე...

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა.  თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომა ამ...

გორში 3 პოლიციელი ცივი იარაღით დაჭრეს – დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 15 ივლისს, გორში, სოფელ ხელთუბანში სამართალდამცველებს თავს დაესხნენ, სამ პოლიციელს...