მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ოფისში ბრიფინგი გაიმართა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ოფისში ბრიფინგი გაიმართა [Video]

Published on

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ოფისში ბრიფინგი გაიმართა. ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარის ანა წითლიძის თქმით, ორგანიზაციის მიერ პროკურატურაში შეტანილ საქმეებზე, რომელიც მაღალჩინოსნების კორუფციულ გარიგებებს ეხება, დაკითხვაზეა დაბარებული. როგორც ჟურნალისტებს ბრიფინგზე განუცხადეს, საქმე ეხება  ბიუეჯტის არამიზნობრივ ხარჯვას, კორუფციულ გარიგებებში გარეული არიან ადგილობრივი მაღალჩინოსნები, ჭითლიძის თქმით, ესენი არიან, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, მერი ლაშა გოგია, ვიცე-მერი გია გულორდავა. ხოლო საქმეები, რომელსაც ანტიკორუფციული სამსახური იძიებს, ეხება თაუნპარკის საკითხს, #4 საბავშვო ბაღს, კორცხელსა და ალერტკარში ჭაბურღილებს, ყინულის სახლს, რუხში გლეხებისთვის მიწების წართმევას.ანა წითლიძე ამბობს, სამე პროკირატურაში დაახლოებით 2 თვის წინ შეიტანეს, თუმცა ახლა მიიღეს შეტყობინება, რომ დაწყებულია გამოძიება, რასაც რუსთაველზე მიმდინარე მოვლენების გავლენას და მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის გადადგომას უკავშირებს. ურნალისტების კითხვაზე, რამდენად ობიექტურად წარიმართება გამოძიება, წითლიძე ამბობს, რომ უნდა დაიკითხონ ის მაღალჩინოსნები, რომლებიც საქმეში ფიგურირებენ.
 
 

სიახლეები

უკრაინამ რუსეთის კურსკის ოლქს შეუტია: დაღუპულია სამი ადამიანი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის კურსკის ოლქში, რამდენიმე ქალაქის სანაპიროზე განხორციელებული დარტყმის შედეგად 3...

ოჯახის მოთხოვნით, თორნიკე რიჟვაძე თურქეთში გადაიყვანეს

თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. ინფორმაცია ფორმულას, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ...

როგორ მოქმედებს? — ტკივილის შემსუბუქებიდან გულის შეტევის პრევენციამდე

ასპირინი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებაა, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით აცეტილსალიცილის მჟავას შეიცავს. პრეპარატს მრავალმხრივი...

“ოცნებამ” უნდა შეწყვიტოს რუსეთის ხელისუფლების მსგავსად მოქმედება-კრამერი

„ქართული ოცნების“ ქმედებები კრემლის სახელმძღვანელოდანაა და საქართველო ავტორიტარული მმართველობისკენ მიჰყავს - ამის შესახებ დევიდ...