მთავარისიახლეებისაზოგადოება,,ამაზრზენი და მახინჯი აქცია'' თუ ,,სახელმწიფოებრიობისა და სამართლიანობის მოყვარე ქართველი ერის...

,,ამაზრზენი და მახინჯი აქცია” თუ ,,სახელმწიფოებრიობისა და სამართლიანობის მოყვარე ქართველი ერის ხმა”? სასულიერო პირების დამოკიდებულება რუსთაველზე მიმინარე აქციისადმი რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან

Published on

ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა  დღეს მეუფე ვახტანგის დახურული შეხვედრა ზაზა სარალიძესთან   პარლამენტის წინ განთავსებულ კარავში.  თავდაპირველად საუბარი პირისპირ მიმდინარეობდა,  შემდეგ კი მათ უფლებადამცველი ზვიად კუპრავა შეუერთდა. შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტების თხოვნის მიუხედავად, მეუფე ვახტანგმა არ დააკონკრეტა, სახელდობრ  რაზე იყო საუბარი. „ვისაუბრეთ, ვანუგეშე. არ გვაქვს ამის უფლება?! სადაც არის ერი და გაჭირვება, იქ უნდა იდგეს ეკლესია თავისი ღირსებით“ – განაცხადა მან. 
 
როგორ ცნობილია, დღეს 16 საათზე ზაზა სარალიძეს პატრიარქი  შეხვდება. ,, უწმინდესი მოხარული იქნება თუ პოზიტივს შეიტანს ამ რთულსა და დაძაბულ ვითარებაში“, – განაცხადა პატრიარქის მდივანმამამა მიქაელ ბოტკოველმა. შეხვედრა ზაზა სარალიძის თხოვნით შედგება 
„პირველ რიგში, დიდი ბოდიში მინდა მოვუხადო ჩვენს სულიერ მამას, რომ ტელევიზიით მიხდება მისთვის მიმართვა. უბრალოდ, როგორც პატარა ადამიანმა არ ვიცი როგორ დავეკონტაქტო საპატრიარქოს. მეც დიდი სურვილი მაქვს, დღეს, 16:00 საათისთვის თუ იქნება საშუალება შევხვდე ჩემს სულიერ მამას, რომელიც არა მარტო ჩემი, არამედ მთელი საქართველოს, მართლმადიდებლების სულიერი მამაა“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.
 
სასულიერო პირების  დამოკიდებულება რუსთაველზე მიმინარე აქციისადმი რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. 
 
 
თავისუფლების მოედანზე, დედაქალაქის საკრებულოსთან შეკრებილმა მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრებმაი პარლამენტთან მიმდინარე აქციას გააპროტესტეს და   მოუწოდებს საზოგადოებას  არ შეუერთდნენ აქციას და არ დაუშვან რევოლუცია.
სასულიერო პირების განცხადებით, ეს არის ამაზრზენი და მახინჯი აქცია, რომელზეც ადამიანის პიროვნულ ტრაგედიას ნაციონალური პარტია თავისი პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად იყენებს.
 
„ამაზრზენი აქცია, სამარცხვინო აქცია, რომელმაც ფაქტობრივად ყველა შეგვძრა თავისი სიმახინჯით, ფორმით, რადგანაც ადამიანის პიროვნულ ტრაგედიას, ფაშისტური ნაციონალური პარტია იყენებს თავისი პოლიტიკური მიზნების განსახორიციელებლად,“-განაცხადა მამა დავით ისაკაძემ.
 
სრულიად განსხავებულია ჭყონდიდელი მიტროპოლიტის პეტრე ცაავას პოზიცია, რომელიც მან  რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებისადმი თავის წერილობით  მიმართვაში გამოხატა.  

ვადასტურებთ ქვეყანაში არსებულ სისტემურ პრობლემას, რომელიც დაუყოვნებლივ შესაცვლელია ნათქვამია მიმართვაში –   წმინდა ნინომ მე-4 საუკუნეში იქადაგა ჭეშმარიტი სარწმუნოება. მისი ლოცვით დაიმსხვრა საქართველოში არსებული კერპები და ქართველი ერი გათავისუფლდა კერპთაყვანისმცემლობის ტყვეობიდან, მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს, საუკუნეების შემდეგ, ბოლომდე ვერ გათავისუფლდა საბჭოთა მემკვიდრეობიდან, სახელმწიფომ თავი ვერ დააღწია უსამართლობას, მიკერძოებულ სამართალსა და ფარისევლობას. უფალი ბრძანებს: მაშ, ეძებეთ უპირველესად უფლის სასუფეველი და სიმართლე მისი და ყოველივე ეს მოგეცემათ თქვენ“ (მთ. 6:33).
 
ცხადია, მძიმე ხვედრი ერგოთ განსვენებულთა მშობლებს, მაგრამ მადლობა ღმერთს, ბატონ ზაზა სარალიძეს ამ უდიდესი ტკივილის ფონზე, აღმოაჩნდა სულიერი ძალა, უსამართლობის წინააღმდეგ ხმის ამაღლებისა, მასშტაბური პროტესტისა. მან ყველას სათქმელი მიიტანა სამართლიან ტრიბუნამდე, ქვეყნის მაჯისცემამდე. ბატონ ზაზასთან ერთად მთელი გულით განვიცდით უსამართლო მსჯავრს და სრულ თანადგომას ვუცხადებთ უთანასწორო ბრძოლაში. ვადასტურებთ ქვეყანაში არსებულ სისტემურ პრობლემას, რომელიც დაუყოვნებლივ შესაცვლელია. სამწუხაროდ, თავის დროზე, ეკლესიის წარმომადგენელთა მხრიდან ამ პროკურატურისადმი სრული ნდობის გამოცხადებამ ამ შედეგს ხელი შეუწყო. უფლის სიტყვა და მოციქულთა დაწერილი სიტყვები სახელმძღვანელოდ მოგვეცა, რომელშიც ვკითხულობთ: „…სამხილებლად და განსამართლებლად და სასწავლებლად სიმართლისა“ (2 ტიმ. 3:16). უფალი აქვე ითხოვს სამართლიან გამოძიებას, რასაც ყველანი უნდა ვემორჩილებოდეთ.
 
გამოვხატავ ღრმა მწუხარებას ეპარქიის სახელით დავითის და ლევანის სასტიკი მკვლელობის გამო, სრულ თანადგომას ვუცხადებთ უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლ შვილგარდაცვლილ ოჯახებს, ახალგაზრდობასა და საზოგადოების დიდ და ჯანსაღ ნაწილს, სახელმწიფოებრიობისა და სამართლიანობის მოყვარე ქართველ ერს. ჩვენ გადაგვარჩენს ერთსულოვნება, რომელიც მოგვმადლოს უფალმა, ამინ!", – წერს მეუფე პეტრე.
 
 
.

სიახლეები

ბათუმში დააკავეს ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანი და 4 სტუდენტი

დღეს, 9 დეკემბერს, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში პროფესორი და ერთ-ერთი ფაკულტეტის დეკანი, მამუკა ჯორბენაძე და...

პარლამენტი სალომე ზურაბიშვილისთვის სახელმწიფო დაცვის მოხსნას აპირებს

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, სახელმწიფო დაცვა არ...

ყველაფერი განიხილება, მათ შორის, უვიზო რეჟიმის შეჩერება; ასევე არის ოფცია გარკვეული კატეგორიის პასპორტებისთვის – ჰერჩინსკი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი ადასტურებს, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი, მაგიდაზეა და ლიდერები...

ის, რაც ხდებოდა საქართველოში ბოლო 12 დღის განმავლობაში, მკაფიოდ მოითხოვს სანქციებს – ევროკავშირის ელჩი

ევროკავშირის ელჩის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ სანქციების დაწესება ევროკავშირისთვის რთული პროცედურაა, ის რაც საქართველოში...