მთავარისიახლეებისაზოგადოებაქართველი ახალგაზრდების საპროტესტო აქცია ვენაში ,,ნუ მომკლავ!''

ქართველი ახალგაზრდების საპროტესტო აქცია ვენაში ,,ნუ მომკლავ!”

Published on

გუშინ ავსტრიაში, ვენაში ქართველმა ახალგაზრდებმა ჩაატარეს საპროტესტო აქცია ,,ნუ მომკლავ!'' 
 
აქციის მონაწილეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს თბილისში  მთავრობის სასახლის წინ შეკრებილ  თანამემამულეებს, რომლებიც აპროტესტებენ ხელისფლების ცინიზმსა და გულგრილობას შვილმოკლული ოჯახების სატკივარის მიმართ,  ქვეყანაში გაბატონებულ განუკითხაობასა და საზოგადოების დაყოფას თავისიანებად და სხვისიანებად, რაც ამ შემთხვევაში გამოიხატა იმაშიც, რომ ხელისუფლება ღიად მფარველობს  მასთან დაახლოებულ პირთა შვილებს და სრულ იგნორირებას უწევს სამართალსა და ადამიანებს, რომელნიც არ მიეკუთვნებიან ,,მაღალ, ელიტარულ''  ეშელონებს.   
 
,,მერე რა, რომ 3 000 კილომეტრი გვაშორებს, ისევე და უფრო მეტადაც კი განვიცდით იმას, რასაც თქვენ განიცდით! '' აცხადებენ ვენიდან ახალგაზრდები. 
 
საპროტესტო აქციის ორგანიზებაში ერთერთი წამყვანი როლი შეასრულა ცნობილმა ჯაზმომღერალმა თეონა მოსიამ 
 
 

სიახლეები

საოკუპაციო ხაზს მიღმა სოფელში დათა პაპას მეუღლე გარდაიცვალა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, რომელიც საოკუპაციო ხაზს მიღმაა, დათა (პაპას) ვანიშვილის მეუღლე, ვალია ვანიშვილი...

ძლიერდება, როცა ებრძვიან – მაია ასათიანი ნანუკა ჟორჟოლიანზე

"17-ის იყო, რომ გავიცანი, მე-18-ის, მეგობრებიც ვიყავით და მტრებიც, არ იყო ადვილი, ის რომ...

არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი – ეკა ხოფერია

რა ვიცი, რა გითხრათ აბა... გავაგრძელოთ ასე. საქმე არც მხოლოდ ნანუკაშია, არც ბუკა პეტრიაშვილში...

ძალიან კარგი და შინაარსიანი შეხვედრა გაიმართა – დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვის მშობლები პატრიარქს შეხვდნენ

პატრიარქმა მოგვისმინა და განაცხადა, რომ ყველა საჭირო პირთან ექნება კომუნიკაცია ამ პრობლემის მოგვარების მიზნით...