მთავარისიახლეებისაზოგადოებანუ მომკლავ!- სოლიდარობის აქცია ზუგდიდში ახალგაზრდების მონაწილეობით

ნუ მომკლავ!- სოლიდარობის აქცია ზუგდიდში ახალგაზრდების მონაწილეობით [Video]

Published on

არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის მიერ ორგანიზებული  სოლიდარობის აქცია ცენტრალურ ბულვარში  15:00 საათზე დაიწო. ახალგაზრდებმა, რომლებსაც ხელში ეჭირათ პლაკატები: „სისტემა უნდა დაინგრეს“, სოლიდარობა „ზაზა სარალიძეს“, „ხელს ნუ აფარებ მკვლელს“ მსვლელობა მოაწყვეს პროკურატურისკენ, ძირითადად დღევანდელ აქციაზე, ახალგაზრდები, სტუდენტები, მოქალაქეები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები იმყოფებიან. ისინი სკანდირებენ – „წადი! წადი, სისტემა უნდა დაინგრეს!“
 
„ვუცხადებთ სოლიდარობას იმ ოჯახებს, რომლებიც დღემდე ამაოდ ეძებენ სამართლიანობას. გამოდით ყველანი! ეს უნდა იყოს, ყოველგვარი ვიწრო პარტიული კლიშეებისაგან თავისუფალი აქცია სადაც თავის სიტყვას იტყვის მოქალაქე! მხოლოდ ირაკლი შოთაძის გადადგომა არ არის გამოსავალი, გამოსავალია სისტემურად პრობლემური საგამოძიებო სისტემის დანგრევა, რომელიც თითქმის 15 წელია ვერ ახერხებს მნიშვნელოვანი საქმეების გამოძიებას, რომელიც 15 წელია ხელმძღვანელობს შერჩევითი სამართლის პრინციპით და ხელს აფარებს დამნაშავეებს. სამართლიანობა უნდა აღსრულდეს, სისტემა უნდა დაინგრეს და გაიწმინდოს დამნაშავეებისაგან, ძალაუფლება ჩვენშია, მოქალაქეებში და დავანახოთ იგი ხელისუფლებას!"- აცხადებენ აქციის მონაწილეები.
 
 

სიახლეები

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მისცა

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ...

ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა

დამოუკიდებლობის დღეს ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა - დაფინანსება მიზნად ისახავს...

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...