მთავარისიახლეებიპოლიტიკამთავარი პროკურორი თანამდებობიდან გადადგა

მთავარი პროკურორი თანამდებობიდან გადადგა

Published on

საქართველოს მთავარი პროკურორი თანამდებობიდან გადადგა. ირაკლი შოთაძის გადაწყვეტილება პროკურატურის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
 
"ერთია სამართლებრივი მხარე, მაგრამ მეორეა ადამიანური დამოკიდებულება ამ საქმის მიმართ.
 
მინდა პირადად მივმართო ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების მშობლებს: მე ვიყავი და ვარ თქვენს გვერდით.  როგორც ქვეყნის მთავარ პროკურორს და როგორც მამას, არც თანამდებობა მიღირს თქვენი შვილის სიცოცხლედ და არც არაფერი სხვა. მინდა, იცოდეთ, რომ ყველაფერი გავაკეთე, რათა დამნაშავეებს პასუხი ეგოთ. მჯერა, ამ ნაბიჯით მაინც დარწმუნდებით, რომ  ბევრი უსაფუძვლო, ბინძური ბრალდება, რაც ჩემს მიმართ ისმოდა, მიზნად ისახავდა ჩემს მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას იმის გამო, რომ ჩემი ხელმძღვანელობით საქართველოს პროკურატურამ ბევრ ყოფილ თანამდებობის პირს, რომელთაც ჩვენს ქვეყანაში დაამკვიდრეს სისტემური უსამართლობა, პასუხი ვაგებინეთ კანონის წინაშე. დარწმუნებული ვარ, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი ჩვენს ქვეყანაში გაგრძელდება და ბოლომდე მივა.
 
"რადგან მინდა გჯეროდეთ იმისა, რასაც ვამბობ, დღეს ვტოვებ ჩემს თანამდებობას და დარწმუნებული ვარ, რომ ამ საქმეზე მართლმსაჯულება სრულად აღსრულდება.
აქვე მინდა მოვუწოდო საზოგადოებას, ვისაც სურს  გაუბედურებულ მშობლებს გვერდით დაუდგეს, ყველაფერი გააკეთოს გამოძიების დასახმარებლად და ითანამშრომლოს მასთან. 
ბოლოს, მსურს მადლობა გადავუხადო პროკურატურის ყველა თანამშრომელს, რომლებიც ამ წლების განმავლობაში გვერდში მედგნენ და რომლებიც, საკუთარი უსაფრთხოების ფასად, ყოველდღიურ რეჟიმში  მუხლჩაუხრელად შრომობენ მართლმსაჯულების აღსასრულებლად. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი უწყება გააგრძელებს განვითარებას და უდიდეს როლს შეასრულებს განვითარებული სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბების გზაზე,"-ნათქვამია განცხადებაში. 
მთავარმა პროკურორმა თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად მთავარ პროკურატურასთან აქცია დაიწყო.
 
აქცია მთავარ პროკურატურასთან დილიდან იმართება. მას შემდეგ რაც, ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა.
 
მოსამართლის გადაწყვეტილებით, დაკავებული ორი მოზარდიდან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის ნაწილში ორივე მათგანი გამართლდა. ერთ მოზარდს კი ბრალი გადაუკვალიფიცირდა და მას განზრახ მკვლელობის მუხლი მკვლელობის მცდელობის მუხლით შეეცვალა.
 
მთავარ პროკურორს თანამდებობის დატოვებისკენ, საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე წევრმაც მოუწოდა. საპარლამენტო უმრავლესობამ და უმცირესობამ კი მოზარდების მკვლელობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

სიახლეები

ალეკო ელისაშვილი დღეს მისივე სასამართლო პროცესიდან გააძევეს

მოსამართლე მეია მელქაძემ ალეკო ელისაშვილი დღეს მისივე სასამართლო პროცესიდან გააძევა. მიზეზად მან წესრიგის დარღვევა...

მართვის მოწმობის გამოცდის დროს მოქალაქე ცუდად გახდა და გარდაიცვალა

ქუთაისში, მართვის მოწმობის გამოცდის დროს მოქალაქე ცუდად გახდა და გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას "ინფო...

ნანუკა ჟორჟოლიანმა მცხეთის იზოლატორი დატოვა

ჟურნალისტმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა, სამდღიანი პატიმრობის შემდეგ, მცხეთის იზოლატორი დატოვა. მას საპატიმროსთან ოჯახის წევრები და აქტივისტები...

პაპუაშვილი- ევროპარლამენტში ზოგი ისეთია, ნება რომ მისცე, რაკეტებსაც დაგვიშენდნენ

ევროპარლამენტში ზოგი ისეთი ხალხია, ნება რომ მისცე რაკეტებსაც დაგვიშენდნენ საქართველოს, ჭკუა მათ არ მოეკითხებათ....