მთავარისიახლეებისამართალიარასრულწლოვნის გატაცებაში ბრალდებულს ზუგდიდის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

არასრულწლოვნის გატაცებაში ბრალდებულს ზუგდიდის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

Published on

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბავშვის მძევლად აყვანის საქმეზე ერთ-ერთ ბრალდებულს ვასილ ახალაიას წინასწარი პატიმრობა, ხოლო მის მეუღლეს ემა კვირტიას გირაო – 5000 ლარის ოდენობით შეუფარდა. მოსამართლემ მხარეების მოთხოვნით სხდომა დახურა.
ზუგდიდში, მოქალაქეებმა ვასიკო ახალაიამ და ემა კვირტიამ ქალის შვილი, რომელსაც მათი ვალი ჰქონდა სახლიდან წაიყვანეს და დედას განუცხადეს, რომ სანამ ვალს არ დააბრუნებდა შვილს არ ანახებდნენ. დაკავეულები წარდგენილ ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ. ადვოკატი ამბობს, რომ ამ ოჯახებს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან, შესაბამისად ბავშვი ხშირად იყო ბრალდებულების ოჯახში და მათ არანაირი მიზეზი არ ჰქონდათ, ბავშვი მძევლად აეყვანათ.შს სამინისტროს ინფორმაციით, მათ ბრალად სს კოდექსის 144-ე მუხლის მეორე ნაწილი, მძევლად ხელში ჩაგდება ედებათ. აღნიშნული ქმედება ცხრიდან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 

სიახლეები

ლუკა ძაძამიას თბილისის საკრებულოში დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა

ლუკა ძაძამიას თბილისის საკრებულოში დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა - აქციებიდან "ქართული ოცნების" სიაში პორტირებული 20...

აქციების დროს დაკავებული თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

საპროტესტო აქციების დროს დაკავებული თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე დღეს სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა....

უკრაინა მზად არის, იმუშაოს აშშ-ის სამშვიდობო წინადადებებზე – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევი მზად არის იმუშაოს ომის დასრულებაზე ამერიკის მიერ...

დაკავების მერე, ქეთი ხუსკივაძეს სილურჯეები აღენიშნება, ტკივილსაც უჩივის – ადვოკატი

აქციაზე დაკავებული ლექტორი, ქეთევან ხუსკივაძე მისმა ადვოკატმა, მარიამ კალანდაძემ მოინახულა. ადვოკატი ამბობს, რომ დაკავების...