მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის 150 წლის იუბილე მიხეილ ხუბუტიამ საკუთარ დაბადების დღეს...

ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის 150 წლის იუბილე მიხეილ ხუბუტიამ საკუთარ დაბადების დღეს დაამთხვია

Published on

აკაკი წერეთლის სახ. ზუგდიდის 1-ლი  საჯარო სკოლა დღეს  150 წლის იუბილეს აღნიშნავს.ღონისძიება სკოლის ეზოში იმართება და მისი თანაორგანიზატორია რუსეთში მოღვაწე ზუგდიდელი ბიზნესმენი მიხეილ ხუბუტია, რომელიც ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პირია. ის ღონისძიებას ესწრება. ხუბუტიამ სკოლის იუბილე და საკუთარი დაბადების დღე ერთად აღნიშნა. ფაქტს სოციალურ ქსელში უარყოფითი გამოხმაურებები მოყვა.”ნურავინ შემადავება რომ ეს მხოლოდ კულუტურული ღონისძიებაა და არა პოლიტიკური აქტი. ნებისმიერი მსგავსი კულტურული ღონისძიება პოლიტიკური აქტია, მითუმეტეს ხუბუტია არ არის ჩვეულებრივი ეთნიკურად ქართველი რუსეთის მოქალაქე ჩვეულებრივი ბიზნესით. 
საინტერესოა რომ სკოლის იუბილეს აღნიშვნა თავად მიხეილ ხუბუტიას დაბადების დღეს "დაემთხვა". 
ანუ დღეს ზუგდიდი პირველი სკოლის იუბილესთან ერთად პუტინის მეხოტბის მიხეილ ხუბუტიას დაბადების დღესაც ზეიმობს.
ძალიან გულისამრევი და სამარცხვინოა ეს ყველაფერი.”- წერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანა წითლიძე. ფაქტს „ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის საკრებულოს წევრი ბათლომე შელიაც გამოეხმაურა:“მიუხედავად იმისა, რომ არიან ადამიანები, რომელთათვის ძვირფასია ზუგდიდელი მიხეილ ხუბუტია და მასთან გატარებული ბავშვობა, ვერავინ უარყოფს, რომ ის პუტინის პოლიტიკის ერთგული "ჯარისკაცია" და ნებისმიერი მისი საჯარო აქტივობა საქართველოში, პუტინის თანამოაზრეების და თანაგუნდელების აქტივობის ტოლფასია. 
იმ ფონზე, როდესაც მშვენივრად მოეხსენება ბატონ ხუბუტიას რა დამოკიდებულებაა მისი პოლიტიკური აქტივობების მიმართ, ის პირველისკოლელის სტატუსს ამოფარებულად, სწორედ იმ ფულით გვთავაზობს ჩვენთვის ძვირფასი სკოლის იუბილის აღნიშვნას, რომელიც ჩვენი ქვეყნის და ჩვენი შვილების ინტერესების საწინააღმდეგოდ მიმართული პოლიტიკითაა ნაშოვნი… 
როცა იცის ეს დამოკიდებულება, შეეძლო ჩუმად გაეკეთებია "კეთილი" საქმე და არ შეექმნა ის უხერხულობა, რომელიც აუცილებლად შეიქმნება ხვალინდელი ღონისძიების ასე ღიად და დიდი პიარით დაფინანსებით.“- წერს შელია.
„ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის 150 წლის იუბილე მიხეილ ხუბუტიამ საკუთარ დაბადების დღეს დაამთხვია… ტიპი პუტინის ხელის ბიჭია და საქართველოში აძლევენ ტაშ-ფანდურის გამართვის უფლებას და თან ისე გვეკაიფება, რომ ამ ყველაფერს საკუთარ დაბადების დღეს ამთხვევს!“- ამ შინაარსის სტატუსს აქვეყნებს ფეისბუკზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ანალიტიკური კოორდინატორი არჩილ თოდუა
 

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...