მთავარისიახლეებისაზოგადოება,,იმერულ ეზოში''მოწამლულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა

,,იმერულ ეზოში”მოწამლულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა

Published on

20-მდე გაიზარდა იმ პაციცენტთა რაოდენობა, რომლებმაც მძიმეინტოქსიკაციის შედეგად კლინიკებს მიმართეს. როგორც ისინი აცხადებენ, ნატახტარში, რესტორან ,,იმერულ ეზოში'' საკვებით მოიწამლნენ. 
მასობრივი ინტოქსიკაციის ფაქტი გუშინ ღამით დაფიქსირდა, როცა კლინიკაში 18 მოწამლული შეიყვანეს. 
 
ამჟმად სტაციონარში 15 პაციენტი რჩება – მათ შორის  6 ბავშვი.. მათგან ერთის – 11 წლის ბავშვის, ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. 
 
მომხდარის შესახებ კვლევა დაავადებათა კონტროლის ცენტრმა დაიწყო. ინფორმაცია მიეწოდა სურსათის უვნებლობის სააგენტოსაც. რესტორანში გუშინვე  ჩატარდა არაგეგმიური შემოწმება. სპეციალისტების ინფორმაციით, ობიექტზე კრიტიკული შეუსაბამობა არ დაფიქსირებულა, თუმცა იყო დარღვევები. 
 
ადმინისტრაციაში ამტკიცებენ, რომ მათ ობიექტზე ყოველთვის შემოწმებული და ახალი პროდუქტი შედის. მეპატრონე აცხადებს, რომ მის ობიექტზე წლების განმავლობაში არავინ მოწამლულა.იგი კატეგორიულად გამორიცხავს , რომ მოწამვლა ამ რესტორანს უკავშირდება. 
 
რესტორნის მეპატრონის მტკიცების მიუხედავად, სურსათის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ იმერული ეზო გასულ წელს დარღვევისთვის 1000 ლარით დააჯარიმეს. კრიტიკული შეუსაბამობის გამო, ობიექტს საწარმოო პრაქტიკაც კი შეუჩერდა.
 
18 ადამიანის მოწამვლაში რესტორნის ბრალეულობა საბოლოოდ მას შემდეგ გამოირიცხება, რაც ამას ხორცპროდუქტების მიკრობიოლოგიური კვლევა დაადასტურებს.  კვლევის საბოლოო პასუხები კვირის ბოლოს გახდება ცნობილი.
 
 

სიახლეები

ვულოცავთ დანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნას… მედი გვაქვს თქვენი ურყევი მხარდაჭერის-ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი დანიას ევროკავშირის თავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ დანია საქართველოს ევროპულ...

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს. ამის შესახებ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ...

ბოიკოტი თვითმმართველობის არჩევნებს – ოპოზიცია “ლელოს” და გახარიას გუნდს მიმართავს

ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც გუშინ საკუთარი საბოლოო გადაწყვეტილება გააჟღერეს და განაცხადეს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას...

ვანო ნადირაძეს დღეს დაკრძალავენ

ომის ვეტერანს, უკრაინის სპეციალური ოპერაციული ძალების ქართული ჯგუფის ხელმძღვანელს და ვიცე-პოლკოვნიკს ვანო ნადირაძეს დღეს...