მთავარისიახლეებისაზოგადოებადადიანების მუზეუმის ეზოს ნაწილის გაყიდვაზე აუქციონი შეწყდა

დადიანების მუზეუმის ეზოს ნაწილის გაყიდვაზე აუქციონი შეწყდა

Published on

ზუგდიდის დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოს ნაწილის გაყიდვაზე გამოცხადებული აუქციონი შეწყდა. ამის მიზეზი აღსრულების ეროვნულ ბიუროში პროკურატურის მიერ წარდგენილი მიმართვაა. ინფორმაციას "ლაივპრესი" ავრცელებს.
 
"აუქციონი ამ ეტაპზე შეწყდა და შემდგომ თუ გაგრძელდება სააღსრულებლო წარმოება, ამ შემთხვევაში თავიდან დაინიშნება აუქციონი", – აცხადებენ აღსრულების ეროვნულ ბიუროში. 
 
მუზეუმის ეზოში, ნიკოსეულისასახლის სიახლოვეს 995 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი ელექტრონულ აუქციონი 18 მაისს გამოცხადდა. მისი საწყისი ფასი 482 250 ლარი იყო. მიწის ნაკვეთი კერძო საკუთრებაშია და იპოთეკით არის დატვირთული. აუქციონის აღწერილობაში მითითებული იყო, რომ მესაკუთრეს იპოტეკით დატვირთულ ფართზე 5358.53 ლარის დავალიანება დაუგროვდა და ამ თანხის მოცულობა იზრდება.

სიახლეები

ვლადიკავკაზში ახალშობილებს “გეორგიევსკი ლენტები” შეაბეს

9 მაისს დაბადებული ახალშობილებისა და მათი მშობლებისთვის სიურპრიზი მოამზადა ვლადიკავკაზის ერთ-ერთი სამშობიარო სახლის ადმინისტრაციამ:...

ესპანეთში “ჰანტავირუსის” მასობრივი გავრცელების შესახებ ცნობები სიცრუეა

ინფორმაცია ჰანტავირუსის გამო ესპანეთში საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შესახებ ფეიკია და სიმართლეს არ შეესაბამება. წამყვანი საერთაშორისო...

ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს თავს დაესხნენ

"მთის ამბების" დამფუძნებელი სოციალურ ქსელში წერს, რომ თავდასხმა გადაცემა "ღია სივრცის" დასრულების შემდეგ, მცირე...

СБУ-მ დააკავა პირი, რომელიც 9 მაისს რუსი მაღალჩინოსნის მკვლელობას გეგმავდა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) ინფორმაციით, ოდესაში რუსეთის აგენტი დააკავეს, რომელიც 9 მაისს უკრაინის შეიარაღებული ძალების...