მთავარისიახლეებისაზოგადოებაავარიულად გათიშვის შემდეგ ენგურჰესი მუშაობას უახლოეს დღეებში განაახლებს

ავარიულად გათიშვის შემდეგ ენგურჰესი მუშაობას უახლოეს დღეებში განაახლებს

Published on

ენგურჰესი მუშაობას უახლოეს დღეებში განაახლებს. ამის შესახებ ენგურჰესის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ლევან მებონიამ თქვა. მებონიას განმარტებით, ავარია ერთ-ერთი იმ მილის დაზიანებამ გამოიწვია, რომელიც მაღალ წნევაზე მუშაობს. ინფორმაციას "ლიბერალი" ავრცელებს.
 
„გასკდა მაღალი წნევის ქვეშ არსებული მილი. შემოვიდა დიდი რაოდენობით წყალი. ახლა მდგომარეობა აღდგენილია, ამოტუმბულია წყალი. ველოდებით 15-კილომეტრიანი გვირაბის წყლით შევსებას , როგორც კი შეივსება, ჩავერთვებით ქსელში“, – განაცხადა მებონიამ.
 
24 მაისს ელექტროენერგია 20:11 საათზე შეიზღუდა. "ავარიულად გამოირთო ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგური, რამაც გამოიწვია ენერგოსისტემაში ელექტროენერგიის დეფიციტი, რის გამოც ქვეყნის რამდენიმე რეგიონს და თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. 

სიახლეები

ზელენსკიმ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ახალი სპეცოპერაციების გეგმა დაამტკიცა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ახალი სპეცოპერაციების გეგმა დაამტკიცა. „მოხსენება რუსული აგრესიის...

ნაციონალური მოძრაობის ყრილობა ხვალ გაიმართება

"ხვალ არის ნაციონალური მოძრაობის ყრილობა, რომელიც აირჩევს დროებით მმართველობით ორგანოებს და ასევე ჩამოყალიბდება რეფორმირების...

2024 წელს სამტრედიაში მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა

თითქმის ორი წლის შემდეგ, გამოძიება განახლდა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერზე ნიკა მელიაზე სამტრედიაში 2024...

დრონების დარტყმის შემდეგ ლენინგრადისა და მოსკოვის ოლქებში Wildberries-ის საწყობები იწვის

რუსეთის რამდენიმე რეგიონში 4 აგვისტოს ღამით დრონების შეტევის შედეგად Wildberries-ის ლოგისტიკურ ობიექტებსა და სასაწყობე...