მთავარისიახლეებისაზოგადოება"ნუ მომკლავ"- ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის სამართლიანი გამოძიების მოთხოვნით პარლამენტთან აქცია...

“ნუ მომკლავ”- ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის სამართლიანი გამოძიების მოთხოვნით პარლამენტთან აქცია იმართება

Published on

აქცია დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის ხსოვნისადმი წუთიერი დუმილით პატივის მიგებით დაიწყო. აქციის მინაწილეებს "სამართალდამცველთა ლიგის" წარმომადგენელმა ზვიად კუპრავამ მიმართა.
"გუშინ ვიმყოფებოდით მთავარ პროკურატურაში, სადაც შეიძლება ითქვას, მოგვიხურეს კარები, რადგან მთავარ პროკურორ შოთაძეს შეეშინდა, მოესმინა კრიტიკული კითხვები. ახლა მოუწევს აქედან, ათასობით ადამიანის თვალწინ მოისმონოს ეს კითხვები და გასცეს პასუხები",- განაცხადა კუპრავამ.აქციის მონაწილეები პოკურატურისგან ითხოვენ პასუხებს კითხვებზე: რატომ განადგურდა დანაშაულის ადგილი – ფარდული, რატომ არ მიეცენ პასუხისგებაში მკვლელობების ორგანიზატორი და ის პირები, ვინც გაიპარა შემთხვევის ადგილიდან; რატომ არ მიეცა პასუხისგებაში მირზა სუბელიანი, რომელმაც დანაშაული დაფარა; თავიდანვე რატომ არ დაუსვეს ექსპერტიზას შეკითხვა, რამდენი დანი არის მოკლული სარალიძე და სხვ.მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის მიერ ორგანიზებულ აქციას სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, საზოგადოების ცნობილი სახეები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პანკისის სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი უერთდებიან. პარლამენტის შენობასთან რჩებიან ძიუდოისტებიც, რომლებმაც დღეს, 17:00 საათზე გამართულ აქციაზე ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქევხიშვილის გადადგომა მოითხოვეს.
აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ პლაკატები, წარწერით: "ერთად სართლიანობის სადარაჯოზე!", "შემდეგი შეიძლება მე ვიყო", "მომავალი საფრთხეშია", "#შეცვალე", "აღასრულე სამართალი", "არა სისხლინ გარჩევას" და სხვ.

სიახლეები

ზელენსკიმ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ახალი სპეცოპერაციების გეგმა დაამტკიცა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ახალი სპეცოპერაციების გეგმა დაამტკიცა. „მოხსენება რუსული აგრესიის...

ნაციონალური მოძრაობის ყრილობა ხვალ გაიმართება

"ხვალ არის ნაციონალური მოძრაობის ყრილობა, რომელიც აირჩევს დროებით მმართველობით ორგანოებს და ასევე ჩამოყალიბდება რეფორმირების...

2024 წელს სამტრედიაში მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა

თითქმის ორი წლის შემდეგ, გამოძიება განახლდა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერზე ნიკა მელიაზე სამტრედიაში 2024...

დრონების დარტყმის შემდეგ ლენინგრადისა და მოსკოვის ოლქებში Wildberries-ის საწყობები იწვის

რუსეთის რამდენიმე რეგიონში 4 აგვისტოს ღამით დრონების შეტევის შედეგად Wildberries-ის ლოგისტიკურ ობიექტებსა და სასაწყობე...