მთავარისიახლეებისაზოგადოებასაატესტატო გამოცდებზე მინიმალური ზღვარი 11 000–ზე მეტმა მოსწავლემ ვერ გადალახა

საატესტატო გამოცდებზე მინიმალური ზღვარი 11 000–ზე მეტმა მოსწავლემ ვერ გადალახა

Published on

“იმ მოსწავლეთა ჯამური რაოდენობა, ვინც ერთ საგანში მაინც ვერ გადალახა ზღვარი, წინა წლების მონაცემების ანალოგიურია – 11 ათასზე მეტი. ამ რაოდენობაში შედიან ის მოსწავლეებიც, რომლებმაც ვერც წინა წელს ვერ გადალახეს ზღვარი ერთ ან რამდენიმე გამოცდაში”. ინფორმაციას edu.aris.ge -ი ავრცელებს.
 
გამოცდების ეროვნული ცენტრი მე-12 კლასის 4 გამოცდის მონაცემებს აქვეყნებს.
 
ქართული ენა და ლიტერატურა -98%-ზე მეტმა
უცხოური ენა – დაახლოებით 94%-მა
ისტორია – 97%-ზე მეტმა
მათემატიკა – დაახლოებით 93%-მა
 
მონაწილეთა ჯამური მონაცემები (ასახულია იმ მოსწავლეთა მონაცემებიც, რომლებმაც წინა წლებში ვერ დაძლიეს ზღვარი რომელიმე გამოცდაში):
 
ქართული ენა და ლიტერატურა – 97%-ზე მეტმა
უცხოური ენა – დაახლოებით 88%-ზე მეტმა
ისტორია – 96%-ზე მეტმა
მათემატიკა – 88%-ზე მეტმა
 
განმეორებით გამოცდაზე გამოსულ მოსწავლეთაგან (2017 წელს ვერ გადალახეს ზღვარი ან ვერ გამოვიდნენ გამოცდაზე) ზღვარი წარმატებით დაძლია: 
 
გეოგრაფია – დაახლოებით 91%-მა
ბიოლოგია – 61%-ზე მეტმა
ქიმია – 78%-ზე მეტმა
ფიზიკა – 43%-ზე მეტმა
 
იმ მონაწილეთა ჩათვლით, ვინც წელს განმეორებით აბარებდა ერთ ან რამდენიმე გამოცდას, გამოცდებში 49 ათასამდე მოსწავლე მონაწილეობდა.
 
იმ მონაწილეთა რაოდენობა, ვინც რეგისტრირებული იყო ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის და ზღვარი ვერ გადალახა, 2410-ია. მათგან მე-12 კლასელი – 1983.

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...