მიხეილ სააკაშვილმა ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავი პოლონეთიდან მიულოცა

0
385
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავი პოლონეთიდან მიულოცა.„ჩემო ძვირფასო თანამემამულენო, მოგესალმებით პოლონეთიდან და გილოცავთ საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის 100 წლისთავს. ქართველები დაბადებულები ვართ იმისათვის, რომ ვიყოთ თავისუფლები. ჩვენი წარმატება, ჩვენი ღირსება, ყოველთვის არის ჩვენს თავისუფლებაში. თავისუფლება არის ძალიან ძვირფასი, მაგრამ არის მსხვრევადი. ახლა ჩვენი თავისუფლება არის ისევ საფრთხის ქვეშ. საქართველო მაგონებს ველოსიპედს, სადაც პედლები სწრაფად ტრიალებდა და სწრაფად მივდიოდით წინ. პედლები აღარ ტრიალებს, რაღაც პერიოდი ინერციით წავედით წინ, ველოსიპედმა დაიწყო გადახრა, შეაჩერა, შენელდა და შეიძლება წაიქცეს და გადაიჩეხოს. იმისათვის, რომ არ გადავიჩეხოთ ჩვენ უნდა დავდგეთ ერთად. ეს ურჩხული, რომელიც მოაჯდა საქართველოს, უნდა მოვიშოროთ მისი მარწუხები, ეს შესაძლებელია, მხოლოდ ერთად დგომით და ძველი წყენების დავიწყებით. საქართველო იყო 5 წლის განმავლობაში მსოფლიოს ნომერ პირველი რეფორმატორი, მსოფლიო ბანკის მონაცემებით. მთელი მსოფლიო შენატროდა, დაწყებული უკრაინა, ბელორუსი, მოლდოვიდან დამთავრებული შუა აზიით, რუსეთით, აღმოსავლეთ ევროპით. მთელ მსოფლიოშო იყო წარმატების მაგალითი.
 
მე არ მინდა, რომ ჩემი ქვეყანა გაბანძდეს. გილი მტკივა როცა ვხედავ მის დამცირებულ მდგომარეობას, როცა ვხედავ როგორ დაცინიან ჩვენ ხალხს. ჩვენ ისევ გავხდებით მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ქვეყანა, ბევრად უფრო სწრაფად, ბევრად უფრო შინაარსიანად, ბევრად უფრო ქმედითად წავალთ წინ. ჩვენ გამოვალთ ამ გაჭირვებიდან , გადავლახავთ პრობლემებს, დავასრულებთ უიმედობას და საქართველო დაიბრუნებს თავის ბრწყინვალებას. საქართველო ისევ გახდება უმაგრესი ქვეყანა მთელ მსოფლიოში. ჩვენ ამას ერთად გავაკეთებთ, ძალიან დიდი იმედი მაქვს თქვენი. გილოცავთ დღევანდელ დღეს, მომავალ შეხევდრამდე.“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
წინა სტატიადღევანდელ პიონერთა სასახლეში, საქართველოს ისტორია განმეორდა
შემდეგი სტატია“ნუ მომკლავ”- ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის სამართლიანი გამოძიების მოთხოვნით პარლამენტთან აქცია იმართება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური