მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ნაციონალური მოძრაობის" წევრები ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შეხვდნენ

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შეხვდნენ

Published on

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს  ბრიჯიტ ბრინკსს შეხვდნენ და საქართველოში არსებულ ვითარებაზე და საარჩევნო გარემოზე ინფორმაცია მიაწოდეს.
 
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, დღეს საქართველოში საარჩევნო გარემო არათანაბარია.
 
„დარწმუნებული ვარ, ჩვენი, ოპოზიციური პარტიების ძალისხმევით და ჩვენი პარტნიორების დახმარებით ამ ოლიგარქიულ სისტემას ძალიან მალე მოვტეხავთ ფრთებს“-განაცხადა ნიკა მელიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
 
შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა გრიგოლ ვაშაძემაც. მისი თქმით, აშშ-ს მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, როგორც პოლიტიკური ასევე ეკონომიკური კუთხით.
 
„ჩვენ ჩვენი უსაფრთხოების გარანტიები შეიძლება მხოლოდ შეერთებული შტატების მეშვეობით მივიღოთ. ყველა საღად მოაზროვნე ადამიანს ესმის, რომ საქართველოსთვის უსაფრთხოება ეს ბიუჯეტის გაათმაგებას ნიშნავს.
 
შეერთებული შტატები არ ამბობს უარს, არ ამბობდა უარს და არასდროს იტყვის უარს ჩვენს მხარდაჭერაზე, რაც შეეხება ნორმალური დემოკრატიული სახელმწიფოს აშენებას“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
 
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე დღის განმავლობაში შეხვედრებს სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთანაც გამართავს.

სიახლეები

კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კომბინირებული იერიშის შედეგები: 9 დაღუპული, ათეულობით დაჭრილი

1 აგვისტოს ღამეს რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა – უკრაინა დასავლეთს...

აფეთქება მოსკოვის რესტორანში, მსხვერპლი და დაჭრილები – რა მოხდა?

მოსკოვის ცენტრში მდებარე რესტორან Balzi Rossi-ში მომხდარი აფეთქების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. რუსეთის ეროვნული...

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BMG ავრცელებს...

ყალბი დოკუმენტაციით 450 900 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და...