მთავარისიახლეებისაზოგადოებაენგურჰესის ქვედა დარბაზი სადაც ტექნიკური მოწყობილობებია დამონტაჟებული, წყლით არის სავსე

ენგურჰესის ქვედა დარბაზი სადაც ტექნიკური მოწყობილობებია დამონტაჟებული, წყლით არის სავსე

Published on

ქვეყნის ენერგოსისტემა უკვე მეორე დღეა ავარიულ რეჟიმში მუშაობს. ყველაზე მსხვილი ჰიდრო-ელექტორსადგური გათიშულია, არ მუშაობს ენგურჰესის არც ერთი აგრეგატი.
 
  ენგურის ქვედა დარბაზში მძიმე მდგომარეობაა.  სივრცე, სადაც ტექნიკური მოწყობილობებია დამონტაჟებული, წყლით არის სავსე. უკვე მეორე დღეა, სპეციალისტების წყალს ტუმბავენ, თუმცა, ტერიტორია ისევ დატბორილია.
 
ამ დროისთვის ენგურჰესი გაჩერებულია და მიმდინარეობს ავარიის ლიკვიდაცია. შესაბამისად, სისტემას ენგურჰესიდან ელექტროენერგია არ მიეწოდება.
 
ამჟამად, ქვეყნის ენერგომომარაგება ხორციელდება ჰიდრო და თბოსადგურებიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის და იმპორტირებული ელექტროენერგიის ხარჯზე.
 
ელექტროენერგიის იმპორტი რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან ხორციელდება.
 
ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგურზე მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით, საქართველოს ეკონომიკის მინისტრი განმარტებას აკეთებს.
 
დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, გარკვეული სამუშაოების ჩატარების შემდეგ დადგინდება, რა ზარალი მიადგა სისტემას და ასევე, რა დრო დასჭირდება მის სრულად ამოქმედებას.
 
გუშინ ქვეყნის რამდენიმე რეგიონი და თბილისის ნაწილი დღის ბოლოს ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, მიზეზი ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგურის ავარიულად გათიშვა გახდა.
 
ელექტროენერგიის დეფიციტის გამო თბილისის ნაწილს წყალი ამ დრომდე შეზღუდვით მიეწოდება. რეგიონების ჩართვა სისტემაში არსებული რეზერვის და იმპორტის ხარჯზე ეტაპობრივად მიმდინარეობს.
 

სიახლეები

ყველანი თავისი გამოცდილებით შეეხიდებიან მას მსახურებაში – მეუფე ისაია შიო მუჯირზე

მეუფე ისაიას პირველი კომენტარი ახალი პატრიარქის გამორჩევის შემდეგ - ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ამბობს,...

სააპელაციო სასამართლომ სინდისის 9 პატიმრის მიმართ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციების საქმეზე მსჯავრდებულების მიმართ საქალაქო სასამართლოს განაჩენი...

მთელი ეს პროცესები რაღაც რიტუალს დაემსგავსა – მზია ამაღლობელის სიტყვა სასამართლოზე

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა მზია ამაღლობელმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმე...

ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია ხვალ, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს გაიმართება

ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია ( ტახტზე აყვანის წეს-განგება) ხვალ, 12 მაისს, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს...