მთავარისიახლეებისაზოგადოებაგაყინული ფრინველის ხორცი შეფუთვის გარეშე ვეღარ გაიყიდება

გაყინული ფრინველის ხორცი შეფუთვის გარეშე ვეღარ გაიყიდება

Published on

ფრინველის გაყინული ხორცი შეფუთვის გარეშე ვეღარ გაიყიდება. ამის შესახებ „ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში შესულ ცვლილებებშია საუბარი. 
კერძოდ, მთავრობის 14 მაისის დადგენილების თანახმად, საცალო ვაჭრობაში მომხმარებლისათვის მიწოდების მიზნით განთავსებული ფრინველის გაყინული ხორცი შეფუთული უნდა იყოს.
„საცალო ვაჭრობაში (გარდა სადისტრიბუციო ტერმინალების, საზოგადოებრივი კვების ობიექტების, საწარმოებში არსებული სასადილოების, ორგანიზაციებში არსებული კვების ობიექტების, რესტორნებისა და სურსათთან დაკავშირებული მსგავსი მომსახურების გამწევი ობიექტების) განთავსებული გაყინული ფრინველის ერთი შეფუთვა უნდა მოიცავდეს ფრინველის ერთ ტანხორცს ან ერთი სახეობის ფრინველის, მაქსიმუმ, ერთი ტანხორცის შესაბამის 
ნაწილებს. ამასთან, შეფუთვაზე განთავსებულ უნდა იქნეს ეტიკეტი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად,“-აღნიშნულია დადგენილებაში. ცნობისთვის, აღნიშნული ვალდებულება ფრინველის გაყინული ხორცის მწარმოებლებისთვის 2018 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდება. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ „ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ“ დადგენილებაში შესული ცვლილებების შედეგად, ბიზნესოპერატორმა, რომელიც ნედლი რძის წარმოებას ან/და შეგროვებას ეწევა, უნდა უზრუნველყოს, რომ ნედლი რძე კანონმდებლობის შესაბამისად იდენტიფიცირებული ცხოველისაგან იყოს მიღებული. მთავრობის 14 მაისის დადგენილების ეს პუნქტი 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება.
 
წყარო:bpn.ge

სიახლეები

პოლონეთის პრემიერი აცხადებს, რომ რუსულმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

პოლონეთის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსულმა რაკეტამ მათი საჰაერო სივრცე დაარღვია - რაკეტა ხუთშაბათს გამთენიისას პოლონეთის...

ჩხოროწყუში არასრულწლოვანი დაჭრეს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხანწკში არასრულწლოვანი დაჭრეს.როგორც ადგილობრივები ამბობენ, გუშინ დღის პირველ ნახევარში მომხდარ შემთხვევას...

საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება

საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბრიდან ფუნქციონირებას შეწყვეტს. ამის შესახებ "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამართულ...

სხვადასხვა ნივთში დამალული ოქრო გადმოჰქონდა – საგამოძიებომ სარფში 1 პირი დააკავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან ერთად, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით...