მთავარისიახლეებისაზოგადოებადადიანების მუზეუმის ეზოში მიწის ნაკვეთი აუქციონზე 482 250 ლარად იყიდება

დადიანების მუზეუმის ეზოში მიწის ნაკვეთი აუქციონზე 482 250 ლარად იყიდება

Published on

ზუგდიდის დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში, ნიკოსეული სასახლის სიახლოვეს 995 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი ელექტრონულ აუქციონზე იყიდება. მისი საწყისი ფასი 482 250 ლარია.
 
კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ და იპოტეკით დატვირთულ მიწის ნაკვეთს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო ყიდის. ნაკვეთის აღწერილობაში მითითებულია, რომ მესაკუთრეს იპოტეკით დატვირთულ ფართზე 5358.53 ლარის დავალიანება დაუგროვდა და ამ თანხის მოცულობა იზრდება. 
 
საჯარო რეესტრის მონაცემებით, მიწის ნაკვეთის მფლობელი 2013 წლიდან მოქალაქე გია უბირიაა. მანამდე კი ის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წალენჯიხის ყოფილი მაჟორიტარ დეპუტატ ლევან ქარდავას ეკუთვნოდა, რომელმაც ტერიტორია 2007 წელს შეიძინა.
 

სიახლეები

“ივანიშვილი არის დასამხობი”ამ ფრაზის გამო პროკურატურამ ახალაიას ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, თავდაცვის ექსმინისტრ ბაჩო ახალაიას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო...

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში...

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი – 9 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი - საქართველოს პროკურატურამ, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 1550 ბავშვზე გათვლილი 16...

აშშ სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს

ამერიკის შეერთებული შტატები სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს. ახალი რეგულაციის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის...