მთავარისიახლეებისამართალისტრასბურგში საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)” ზეპირი მოსმენა დაიწყო

სტრასბურგში საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)” ზეპირი მოსმენა დაიწყო

Published on

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)” ზეპირი მოსმენა დაიწყო. საქმეზე დღეს ბოლო ზეპირი მოსმენა იმართება. სხდომის შემდეგ სასამართლო სათათბიროდ გავა, გადაწყვეტილება კი სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში გამოცხადდება.
 
სხდომა საქართველოს სახელმწიფოს ადვოკატის ბრიტანელი ბენ ემერსონის გამოსვლით დაიწყო. 
 
საქართველოს ხელისუფლებას იუსტიციის სამინისტრო ორ ბრიტანელ ადვოკატთან ერთად წარმოადგენს. საქართველომ 700-ზე მეტი მტკიცებულება წარმოადგინა.
 
„ვამახვილებთ ყურადღებას ყველა ძირითად მტკიცებულებაზე. ჩვენი პასუხი იმ დანაშაულზე, რომელიც ჩადენილ იქნა 2008 წლის ომის დროს არის სამართლებრივი. შეუძლებელია სხვა იყოს, იმიტომ რომ ჩვენ სამართლებრივი და დემოკრატიული ღირებულებების სახელმწიფო ვართ.
 
"ეს არის ბრძოლა სიმართლისთვის და ამ ბრძოლაში კომპრომისი არ იქნება“- განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძემ.
 
პროცესს სტუმრის სტატუსით ესწრება სტრასბურგში საქართველოდან ყოფილი მოსამართლე ნონა წოწერია. სწორედ მისი მოსამართლეობის დროსშეიტანა ქართულმა მხარემ რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი სტრასბურგში .
 
„დღევანდელი დღე ნამდვილად ისტორიულია, დიდი გამოწვევის წინაშე არის სასამართლო იმიტომ, რომ საქმე კომპლექსური და რთულია. დარწმუნებული ვარ, რომ ამ გამოწვევას სასამართლო ისევე ღირსეულად გაუმკლავდება, როგორც ყველა იმ გამოწვევას, რომელიც ამ სასამართლოს წინაშე როდესმე მდგარა“-განაცხადა ნონა წოწერიამ.
 

სტრაბურგში იმყოფება საქართველოს დელეგაცია იუსტიციის მინისტრის მოადგილის, გოჩა ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით., ისტორიულ პროცესზე დასასწრებად იქ სტუდენტები და ქართველი ექსპერტებიც იმყოფებიან.
 
საქართველომ აგვისტოს ომის საქმეზე რუსეთის წინააღმდეგ განაცხადი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში 2008 წლის 11 აგვისტოს შეიტანა, თუმცა საბოლოოდ ის დასაშვებად იქნა ცნობილი 2011 წლის 13 დეკემბერს.
 
საქართველოს რუსეთს ედავება 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის და შემდგომ პერიოდშიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით და მისი ოქმებით გარანტირებული ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა უხეშ და მასობრივ დარღვევებს. კერძოდ, საქართველო მიიჩნევს, რომ რუსეთმა სიცოცხლის უფლების, წამების აკრძალვის, არაჰუმანური და დამამცირებელი მოპყრობის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების, გადაადგილების თავისუფლების შესახებ ევროკონვეციის მუხლები დაარღვია.
 

სიახლეები

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...

”ირო წიმი ევროპაშა”-ამ სლოგანით დღეს ზუგდიდში აქცია გაიმართება

9 მაისი, 19:00 - ზუგდიდი, სამხარეო ადმინისტრაციის წინ! 75 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროპამ...

“მთელს ევროპაში ასე უცებ ვერ გავასწორებთ ორმაგ სტანდარტებს” -ბოჭორიშვილი EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე არმიწვევაზე

"პოლონეთს კითხეთ , ორმაგი სტანდარტები არის ყველგან, ორმაგი სტანდარტებით ხდება მიდგომა. საქართველოში არ არის...