„მოიზიდე და მოკალი“ – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფაროსანას ებრძვის

0
409
დღეს  პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ისმენენ. ინფორმაციას მათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილი  აცნობს. 
 
კომიტეტზე წარდგენილი ინფრმაციის თანახმად, სახელმწიფოს მიერ მობილიზებულია 150 ერთეული მაღალი გამავლობის სპეციალური ტექნიკა. აღნიშნული რესურსი გასულ წელთან შედარებით გაათმაგებულია. საჭიროების შემთხვევაში მინდვრებსა და გაუვალ ადგილებში ტერიტორიები დამუშავდება, 20–მდე ტრაქტორზე ჩასაბმელი, შემასხურებელი აგრეგატით. ასევე იგეგმება, ავიაციის ჩართვა და მაღალი სიმძლავრის შესხურების აგრეგატის გამოყენება. 
 
როგორც გელა ხანიშვილმა აღნიშნა, მიმდინარე წელს, არსებული რესურსით შესაძლებელია დამუშავდეს 250 000 ჰექტარი ფართობი ოთხჯერ. მისივე ცნობით, მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის სახელმწიფოს მიერ შესყიდულია ქიმიური საშუალებები: 180 000 ლიტრი, ბიფეტრინის ინსექტიციდი და 280 00 ლიტრი ზეთოვანი ინსექტიციდი. მონიტორინგის მიზნით, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე მიმდინარეობს 10 000 ფერომონის დამონტაჟება. გარდა ამისა, ე.წ. მოიზიდე და მოკალის სადგურებისთვის იგეგმება 110 000 ფერომონის გამოყენება, რომლებიც მავნებლის გავრცელების კერებში განთავსდება.  
 
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ტყის საფარსა და დაცულ ტერიტორიებს, ინვაზიის მაღალი რისკის გამო განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. 
 
უწყების ინფორმაციით, ტყის პერიმეტრზე განთავსებულია მონიტორინგის სისტემები, აუცილებლობის შემთხვევაში რეაგირების მიზნით „მოიზიდე და მოკალი“ სადგურების მეშვეობით. 
 
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის განხორციელებისთვის 2018 წლის ბიუჯეტში 49 მილიონ ლარზე მეტია განსაზღვრული.
 
შეგახსენებთ, სამინისტროს არაერთხელ განუცხადებია, რომ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მსოფლიო პრაქტიკიდან გამომდინარე, მავნებლის სრული მოსპობა შეუძლებელია, თუმცა, შესაძლებელია მისი პოპულაციის კონტროლი და მართვა, რაც უზრუნველყოფს სასოფლო–სამეურნეო კულტურების დაცვას და მოსავლის დანაკარგების მოქცევას 5–15%–ის ფარგლებში. 
წინა სტატიაანომალიური სიცხეები პაკისტანში. დაღუპულია 65 ადამიანი
შემდეგი სტატიაგახარიამ ,,ბასიანი” ,,გადააგდო”. დატერორებული და დალუქული კლუბი დღეს პოლიტიკური მძევალია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური