მთავარისიახლეებისაზოგადოებაგახარიამ ,,ბასიანი'' ,,გადააგდო''. დატერორებული და დალუქული კლუბი დღეს პოლიტიკური მძევალია

გახარიამ ,,ბასიანი” ,,გადააგდო”. დატერორებული და დალუქული კლუბი დღეს პოლიტიკური მძევალია

Published on

კლუბ "ბასიანის" ადმინისტრაციამ 27 მაისს ევროპის მოედანზე საპროტესტო აქცია დააანონსა. ამის შესახებ ინფორმაცია "ბასიანის" ადმინისტრაციამ კლუბის ოფიციალურ "ფეისბუქ" გვერდზე გაავრცელა.
 
განცხადებაში საუბარია, რომ თუ BASSIANI-ს კარი არ გაიღება 1 ივნისამდე, ფინანსური ზარალის გამო ის შესაძლოა, დაიხუროს.
 
"თუ BASSIANI-ის კარი არ გაიღება 1 ივნისამდე, ფინანსური ზარალის გამო ის შესაძლოა დაიხუროს, თუმცა მისი კარი ყოველთვის ღია იყო თავისუფლებისა და თანასწორობისთვის მებრძოლი ათასობით ადამიანისთვის. 
 
დატერორებული და დალუქული BASSIANI დღეს პოლიტიკური მძევალია. ჩვენ, სხვა კლუბებთან ერთად, სისტემის დარტყმის მთავარ სამიზნედ ვიქეცით. თვეზე მეტია გვაშანტაჟებენ, მიზანმიმართულად გვესხმიან თავს, დღემდე უცნობი სუბსტანციით ადამიანთა ინტოქსიკაციისა და ტრაგიკული გარდაცვალების ფაქტებზე ჩვენსკენ იშვერდნენ თითს, როდესაც პირველებმა გავუშვით საზოგადოებაში განგაშის სიგნალი.
 
დაარსების დღიდან, ჩვენი სფერო მხარს უჭერდა სოციალური ცვლილებებისთვის მებრძოლ სამოქალაქო მოძრაობებს, ხელს ვუწყობდით ჩაგრული ჯგუფების ემანსიპაციის პროცესს, სწორედ ამიტომ, 12 მაისის "შავი პარასკევის" საპოლიციო ტერორი, არ იყო ტერორი მხოლოდ საკლუბო სივრცეებზე, არამედ ყველა იმ ადამიანსა და ჯგუფზე, ვინც მხარში გვიდგას და ჩართულია უთანასწორობასთან ბრძოლაში. 
 
27 მაისი სიმბოლური თარიღია, ბერლინის მემარცხენე კოლექტივები და 70-მდე გერმანული ღამის კლუბი დემონსტრაციითა და მასობრივი რეივით გააპროტესტებს მათთან არსებულ პრობლემებს. 
 
შემოგვიერთდით, ჩვენთვის საამაყო თბილისის საკლუბო სცენა საფრთხეშია, BASSIANI / HOROOM-ის დასაბრუნებლად ვიკრიბებით იქ, სადაც დაიწყო ჩვენი იდეა – ევროპის მოედანზე. 
 
დღეს ჩვენი ბრძოლა ნიშნავს, ბრძოლას სოციალური ცვლილებებისთვის! გახსენით დახურული კარი, დაგვაბრუნეთ სახლში“, – ნათქვამია კლუბის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
 
 

სიახლეები

TI- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ ეკისრებათ

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ აკისრებს. ორგანიზაცია მოითხოვს ელენე...

რუსეთი უკრაინაში ერთ თვეში უფრო მეტ ჯარისკაცს კარგავს, ვიდრე სსრკ-მ 10 წელიწადში ავღანეთში დაკარგა -სტუბი

რუსეთი უკრაინაში ერთ თვეში უფრო მეტ ჯარისკაცს კარგავს, ვიდრე სსრკ-მ 10 წელიწადში ავღანეთში დაკარგა ...

ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ძარცვისა და გამოძალვის ბრალდებით 7 პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჯგუფური ძალადობის...

TI-24 მოქმედი თანამდებობის პირი პარალელურად 30 კომპანიის დირექტორია

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოავლინა 24 მოქმედი თანამდებობის პირი, რომელიც, კანონის მკაფიო მოთხოვნის მიუხედავად,...