მთავარისიახლეებიპოლიტიკასაპარლამენტო უმრავლესობას დღეს ივანიშვილი სხდომაზე შეხვდება

საპარლამენტო უმრავლესობას დღეს ივანიშვილი სხდომაზე შეხვდება

Published on

საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით არსებული უთანხმოების მოგვარებას ბიძინა ივანიშვილი დღეს კიდევ ერთხელ შეეცდება. „ქართული ოცნების“ ლიდერმა ამჯერად ნარკოპოლიტიკის შესახებ განსხვავებული შეხედულებების მქონე დეპუტატების ერთ პოზიციაზე ჩამოყალიბება უნდა მოახერხოს.
 
ვიდრე პარლამენტში ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე მუშაობა დაიწყება, მანამდე „ქართული ოცნება“ კონსულტაციებს სწორედ ივანიშვილთან მართავს. შეხვედრა პარტიის ცენტრალურ ოფისში 10 საათზე დაიწყება.
 
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ კანონმდებლობა ჰუმანური უნდა გახდეს ნარკომომხმარებლების, ხოლო მკაცრი გამსაღებლების მიმართ.
 
„ის რომ ჰუმანური უნდა გახდეს კანონმდებლობა მომხმარებელთან მიმართებაში ამაზე ვთანხმდებით, მოსაძებნია შუალედი, რომელიც ამ ორ სტანდარტს დაიცავს – მომხმარებელთან მიმართებაში იქნება ჰუმანური და ბუნებრივია სისხლის სამართლიდან გადავა ჯანდაცვის სფეროში საკითხი და ნარკოგამსაღებლების მიმართ ბუნებრივია ჩვენ ვიქნებით ძალიან მკაცრები,“-განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა.
 
ნარკოდამოკიდებულთა უფლებების დაცვის აუცილებლობაზე საუბრობს გედევან ფოფხაძეც.
 
„ამაზე ძალიან ცივად, ყოველგვარი პოპულიზმის გარეშე და რაღაც ჯგუფების თავის მოწონების გარეშე უნდა იფიქროს ყველა ჩვენთაგანმა და უნდა დავუჭიროთ მხარი ისეთ პოზიციას, რომელიც ქვეყნისთვისაც სასიკეთო იქნება და უფლებრივადაც სწორი,“-აცხადებს გედევან ფოფხაძე.
 

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...