მთავარისიახლეებისაზოგადოებაპარალიზებული ცენტრალური ქუჩა ზუგდიდში და უშუქოდ დარჩენილი მოსახლეობა- ივანიშვილის ხის გადატანას არაერთი...

პარალიზებული ცენტრალური ქუჩა ზუგდიდში და უშუქოდ დარჩენილი მოსახლეობა- ივანიშვილის ხის გადატანას არაერთი პრობლემა მოსდევს. [Video]

Published on

ზუგდიდიდან ბიძინა ივანიშვილის დენდროპარკში გადასარგავად იშვიათი ჯიშის დასავლური მუხის ტრანსპორტირება განხორციელდა.  აღმაშენებლის გამზირი, რომელიც ცენტრალური ქუჩაა, საღამოს 11 საათიდან პარალიზებული იყო. 95 ტონიანი ხის გადაზიდვა თვირთმზიდისთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ხის გადასატანად რამდენიმე თვეა გზა გაყავთ საპატრულო პოლიციასთან მდებარე ქუჩით, თუმცა, როგორც ცნობილი გახდა, სპეციალურად დაგებულმა ბეტონის ფილებმა მძიმეწონიანი თვირთის გადატარება ვერ შეძლო. ხის ტრანსპორტირებამ სხვა პრობლემებიც შექმნა. საჭირო გახდა მაღალი ძაბვის გათიშვა, რის გამოც მთლიანად ქალაქს და ასევე 11 სოფელს ელ.ენერგია არ მიეწოდებოდა. ამ დრომდე ელ. ენერგიის გარეშეა დარჩენილი ქალაქის ზოგიერთი უბანი და რამდენიმე სოფელი. ხის გადატანის გამო ჩახსნილია შუქნიშნები და განადგურებულია ინფრასტრუქტურა. მიუხედავად იმისა, რომ წუხელ ხის ტრანსპორტირების პროცესში ასობით მუშა ჯგუფი და სხვადასხვა სამსახურები იყვნენ ჩართული, ტვირთმა დანიშნულების ადგილამდე ვერ მიაღწია, რაც ტვირთმზიდის დაზიანებამ გამოიწვია.
 
 

 

სიახლეები

მართვის მოწმობის როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდა მარტივდება

სატრანსპორტო საშუალებების მართვის მოწმობის აღების წესი და პირობები იცვლება. შესაბამისი ბრძანება შინაგან საქმეთა მინისტრმა,...

ლევან ხაბეიშვილს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტ საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა...

მურთაზ ზოდელავას 9 თვიანი პატიმრობა შეეფარდა

ყოფილ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე 9 თვიანი...

ღალატი იყო და იქნება, მთავარია ჩვენ ამას არ შევეგუოთ – ვინ უღალატა სააკაშვილს?

ვინ უღალატა მიხეილ სააკაშვილს? - საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სკანდალური განცხადება სასამართლო პროცესზე გააკეთა და...