მთავარისიახლეებიკულტურა"საქართველოს თასი 2018" -ის გათამაშება სპორტულ ცეკვებში ზუგდიდში გაიმართა

“საქართველოს თასი 2018” -ის გათამაშება სპორტულ ცეკვებში ზუგდიდში გაიმართა

Published on

„საქართველოს თასი 2018“-ის  გათამაშება ორი ათეული წელია, რაც ტრადიციას არ ღალატობს და წელსაც აღნიშნული ჩემპიონატი ზუგდიდში, სამეგრელო – ზემო სვანეთის სამხარეო ასოციაციისა და საქართველოს ცეკვისა და სპორტული ცეკვის პროფესიონალთა ეროვნული საბჭოს ორგანიზებით ჩატარდა. ტურნირზე კატეგორიების მიხედვით წყვილებში და ინდივიდუალურ შეჯიბრებაში 300-მდე სპორტსმენი მთელი ქვეყნის მასშტაბით მონაწილეობდა. გარდა ამისა, რომ აღნიშნული ჩემპიონატი მასშტაბურია კონკურენციაც შესაბამისად მაღალია. ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან არსებული სტუდია „ეზი“-ს სპორტსმენებმა წარმატებულად იასპარეზეს სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში:
წყვილებში გამართულ შეჯიბრებაში პირველი ადგილები ლევან ქობალიამ და კესო ჯაბუამ, გურან ჭანტურიამ და ანი კვარაცხელიამ, ტატო და ვატა ჭკადუებმა აიღეს. მეორე ადგილი: ვატო და ტატა ჭჯადუა, ილო ვახანია და კესო მებონია, ილო ვახანია და ნინი როგავა. სოლო შესრულებაში პირველი ადგილის მფლობელები გახდნენ, ნინი არქანია, გვანცა ფარულავა, აზუკი ნარმანია, ანი დარსანია. მეორე ადგილები ანანო შამუგიამ და ნინი თორდიამ გადაინაწილეს, მესამე ადგილი თორდია სოფომ აიღო.  
 

სიახლეები

ქვემო ქართლში, სამეგრელოსა და იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქვემო ქართლში, სამეგრელოსა და იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური...

იოსელიანი-საკანონმდებლო პროცესთან დაკავშირებით შესაძლოა საკონსტიტუციოს მივმართოთ

საქართველოს სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებები გრანტების და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთანების შესახებ...

სააპელაციომ ზვიად რატიანის განაჩენი ძალაში დატოვა

ზვიად რატიანის განაჩენი სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიიღო. რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე...

ოცნების, ინიციატივით ხელისუფლების სისტემურად არაღიარება სამ წლამდე პატიმრობით დაისჯება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც გრანტების კანონის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლების...