რატომ არ ხსნის გიორგი მარგველაშვილი გრიფს „საიდუმლო“ გარკვეულ დოკუმენტებს?

0
426
რატომ არ ხსნის გიორგი მარგველაშვილი  გრიფს „საიდუმლო“  2013 წლის თებერვლის შემდეგ გამოცემულ განკარგულებებს,? იგი უფრთხის, რომ ამით კიდევ ერთხელ  დადასტურდება, რომ სისხლის სამართლის დევნა პრეზიდენტ საააკაშვილის მიმართ სასაცილო ბრალდებებით მიმდინარეობს.   ამ პოლიტიკურ მოტივაციას კი ეწირება  სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თემურ ჯანაშია, რომელსაც ასევე  აბსურდული ბრალდებებით დევნიან. 
 
,,პრეზიდენტ მარგველაშვილს არ აინტერესებს თუნდაც იმ ადამიანის ბედი, რომელიც ქვეყანას 20 წლის განმავლობაში ემსახურა და იცავდა მის ორ წინამორბედს და ვთვლი, რომ ასეთი მთავარსარდალი ქვეყნისთვის სირცხვილი იქნება '' –  განაცხადა თემურ ჯანაშიამ  დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც ეხებოდა  პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ  ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გაკეთებულ  განცხადებებს გარკვეულ დოკუმენტაციაზე გრიფი „საიდუმლოს“ მოხსნასთან დაკავშირებით. – პრეზიდენტი მარგველაშვილი არის უმაღლესი მთავარსარდალი, მაგრამ ის დარჩება საქართველოს ისტორიაში ალბათ, პრეზიდენტებს შორის ყველაზე მუქ ლაქად. მისი მოღვაწეობა ქართველ ხალხს ფაქტობრივად, არაფერს დაუტოვებს. მას არ აინტერესებს სამხედროების ბედი, თუნდაც იმ ადამიანის ბედი, რომელიც ქვეყანას 20 წლის განმავლობაში ემსახურა და იცავდა მის ორ წინამორბედს. მისთვის ეს არაფერი არაა და მე ვთვლი, რომ ასეთი მთავარსარდალი ქვეყნისთვის სირცხვილი იქნება".
 
თემურ ჯანაშიას ადვოკატის  ბექა ბასილაიას თქმით, პრეზიდენტი ხელს უშლის თემურ ჯანაშიას დაცვის ეფექტიან განხორცილებას, ვინაიდან გრიფს არ ხსნის იმ განკარგულებებს, რომელებიც 2013 წლის თებერვლის შემდეგ იმჟამინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოიცა და რომლის მიხედვითაც საიდუმლო ხარჯები ისევ გაიწეოდა. ბასილაიას თქმით, მსგავს ხარჯებს, რომლის გაფლანგვასაც თემურ ჯანაშიას ედავებიან, გასწევდა როგორც ჯანაშიას წინამორბედი ოთარ ქველიძე, ასევე მისი შემცვლელი ანზორ ჩუბინიძე. 
 
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ არც ანზორ ჩუბინიძეს, არც ოთარ ქველიძეს არ ჩაუდენიათ დანაშაული და რამდენადაც მათ არ ჩაუდენიათ დანაშაული, შესაბამისად არც და თეიმურაზ ჯანაშიას არ აქვს ჩადენილი დანაშაული, ვინაიდან სამივე შემთხვევაში აბსოლუტურად ერთ და იგივე ქმედებებზეა საუბარი. ამ ყველაფრის სადემონსტრაციოდ ჩვენ ვთხოვდით საქართველოს პრეზიდენტს გრიფი მოეხსნა 2013 წლის იმ განკარგულებებზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს იყო გამოცემული ამავე საკითხებთან დაკავშირებით. საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგაც, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოსცემდა საიდუმლო განკარგულებებს, რითაც სდსს-ს ავალებდა ხარჯების გაწევას, შესაბამისად, მთავრობა, იმ დროისთვის ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობით ასრულებდა პრეზიდენტის განკარგულებას. ამ დოკუმენტებისთვის გრიფის მოხსნაზე მივმართეთ პრეზიდენტს, რომელსაც 2013 წლის თებერვლამდე გამოცემულ განკარგულებებზე, უკვე მოხსნილი ჰქონდა გრიფი, თუმცა ჩვენი არაერთი მოტივირებული და დასაბუთებული მოთხოვნისა, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა არ მოხსნა ამ განკარგულებებს გრიფი, რასაც აქვს ერთადერთი ახსნა, რომ ის ხელს უშლის, დაცვის მხარეს ეფექტური დაცვის განხორციელებაში“, – განაცხადა ბასილაიამ. 
 
 როგორც ცნობილია,  პრეზიდენტმა მარგველაშვილმა დაახლოებით ორი კვირის წინ სატელევიზიო გამოსვლებში გააკეთა განმარტებები, , თუ რატომ არ ხსნის ის ამ მასალებს გრიფს. 
 მას შემდეგ რაც მე პროკურატურის მოთხოვნით მოვხსენი გრიფი პრეზიდენტის საიდუმლო განკარგულებებს, ეს მასალები გახდა საჯარო, რის შემდეგაც როგორც ქართული საზოგადოებისთვის, ისევე როგორც დასავლელი პარტნიორებისთვის ნათელი გახდა, რომ საქართველოში პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ, სასაცილო ბრალდებებზე მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა – განაცხადა მან   და დასძინა, რომ   ეს წარმოადგენდა მისთვის სერიოზულ უხერხულობებს საერთაშორისო ვიზიტებისას. მარგველაშვილმა ასევე თქვა, რომ ხარჯებზე გრიფის მოხსნის შემდეგ, ინტერპოლმა ძებნა მოხსნა, ყოფილი თანამდებობის სხვა პირებზე, რომელთა წინააღმდეგაც ასევე პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.
 
,,ამ განცხადებიდან გამოდის, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილისთვის პრობლემა არის  არა პოლიტიკური დევნა და შერჩევითი მართლმსაჯულება, არამედ საერთაშორისო პარტნიორების რეაქცია, რამაც სავარაუდოდ დისკომფორტი შეუქმნა. ფაქტობრივად პრეზიდენტი მარგველაშვილი აკეთებს პროკურატურის საქმეს და შეითავსა პროკურორის როლი. სამწუხაროა, რომ ქვეყნის მთავარსარდალი ჩაება იმ სამარცხვინო პროცესში, რომელიც გენერალ-მაიორის გასამართლებას ეხება, უმაღლესი მთავარსარდლის წერილობითი განკარგულებების გამო, რისი პრეცედენტიც მსოფლიო ისტორიაში არ არსებობს, თუ არ არის საუბარი კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულზე, ან ომის დანაშაულზე. მისთვის, როგორც ჩანს, ტრაგედიაა პროკურატურის პოზიციების შერყევა და პრობლემაა უდანაშაულო ადამიანის გამართლება“, – განაცხადა  ჯანაშიას ბექა ბასილაიამ  –  გამოდის, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილისთვის პრობლემა ის კი არაა, რომ სასაცილო ბრალდებებია მისი წინამორბედის მიმართ და ეს აშკარად მეტყველებს პოლიტიკურ დევნაზე, არამედ ის, რომ ამასთან დაკავშირებით, საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია იყო მკვეთრი.
 
 სდსს-ს ყოფილი უფროსი თემურ ჯანაშია და მისი ადვოკატი კვლავ მიმართავენ პრეზიდენტს,  მოხსნას გრიფი იმ დოკუმენტებს, რომელიც 2013 წელს მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს გამოიცა, მაშინ როდესაც სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს ანზორ ჩუბინიძე ხელმძღვანელობდა. 

 
წინა სტატიაოშკის გუმბათის გამაგრებაში ქართველ სპეციალისტთა ჯგუფი ჩაერთვება
შემდეგი სტატიააგვისტოს ომის დროს გამოგზავნილი მხარდამჭერი წერილი, რომელიც საპატრიარქოში მყოფ რუსეთის აგენტებს არ მოეწონათ და დამალეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური