მთავარისიახლეებიპოლიტიკააგვისტოს ომის დროს გამოგზავნილი მხარდამჭერი წერილი, რომელიც საპატრიარქოში მყოფ რუსეთის აგენტებს არ...

აგვისტოს ომის დროს გამოგზავნილი მხარდამჭერი წერილი, რომელიც საპატრიარქოში მყოფ რუსეთის აგენტებს არ მოეწონათ და დამალეს

Published on

გასაიდუმლოებული წერილი – აგვისტოს ომის დროს გამოგზავნილი მხარდამჭერი წერილი, რომელიც საქართველოს საპატრიარქომ არ გაასაჯაროვა – რუსთავი 2 წერილის შინაარსზე საუბრობს. 
 
 მიერ გამოგზავნილი მხარდამჭერი წერილი, რომელიც დამალეს.
 
2008 წელს, აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს, მსოფლიოს პატრიარქმა ბართლომეოსმა სპეციალური წერილი გამოგზავნა საქართველოს საპატრიარქოში, სადაც საზოგადოებას მიმართავდა და ამხნევებდა, თუმცა საქართველოს საპატრიარქომ წერილი არ გამოაქვეყნა.
 
ბერძნულ ენაზე შედგენილი წერილი, მსოფლიო მართლმადიდებელი საპატრიარქოდან საქართველოს საპატრიარქოში 10 წლის წინ 2008 წლის 12 აგვისტოს მიიღეს. საკმაოდ ვრცელ, მხარდამჭერ ტექსტს, ხელს აწერს კონსტანტინეპოლის-ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი-ყოვლადუწმინდესი ბართლომე პირველი, თუმცა, მისი გასაიდუმლოება საქართველოს საპატრიარქომ გადაწყვიტა. მაშინ, როცა ომი ჯერ კიდევ დასრულებული არ იყო, მსოფლიო მედიის ყურადღება საქართველოსკენ იყო მოპყრობილი. ქართული მედია ყოველ წუთს აქვეყნებდა მსოფლიო ლიდერების, მათ შორის რომის პაპის მხარდამჭერ გზავნილებს. საქართველოს პატრიარქის სამდივნომ, ბართლომეოსის წერილი არცერთ ოფიციალურ უწყებას, მთავრობის კანცელარიას ან თუნდაც მედიას არ მიაწოდა, არც საკუთარ გამოცემებში გამოაქვეყნა. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მართლმადიდებელი ფიგურის მხარდამჭერი გზავნილი, საქართველოს საპატრიარქომ თაროზე შემოდო.
 
საეკლესიო სამართლის სპეციალისტი ვლადიმერ ნარსია, საეკლესიო სამართლის დოქტორის, ბართლომეოს პირველის წერილი სტრიქონებს შორის კითხულობს გზავნილებს, რომელიც მისი აზრით, საპატრიარქოში მყოფ რუსეთის აგენტებს არ მოეწონათ და წერილიც ამიტომ დამალეს.
 
თამარ მესხი კი დარწმუნებულია, რომ ბართლომეოსის წერილის იგნორირება რუსეთისა და მსოფლიო საპატრიარქოს შორის არსებული ისტორიული დაპირისპირების გაგრძელებაა, რუსეთ-საქართველოს ომის დროსაც კი საქართველოს საპატრიარქომ რუსეთს არ აწყენინა და მსოფლიო პატრიარქის წერილი დამალა.

სიახლეები

ვლადიკავკაზში ახალშობილებს “გეორგიევსკი ლენტები” შეაბეს

9 მაისს დაბადებული ახალშობილებისა და მათი მშობლებისთვის სიურპრიზი მოამზადა ვლადიკავკაზის ერთ-ერთი სამშობიარო სახლის ადმინისტრაციამ:...

ესპანეთში “ჰანტავირუსის” მასობრივი გავრცელების შესახებ ცნობები სიცრუეა

ინფორმაცია ჰანტავირუსის გამო ესპანეთში საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შესახებ ფეიკია და სიმართლეს არ შეესაბამება. წამყვანი საერთაშორისო...

ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს თავს დაესხნენ

"მთის ამბების" დამფუძნებელი სოციალურ ქსელში წერს, რომ თავდასხმა გადაცემა "ღია სივრცის" დასრულების შემდეგ, მცირე...

СБУ-მ დააკავა პირი, რომელიც 9 მაისს რუსი მაღალჩინოსნის მკვლელობას გეგმავდა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) ინფორმაციით, ოდესაში რუსეთის აგენტი დააკავეს, რომელიც 9 მაისს უკრაინის შეიარაღებული ძალების...