მთავარისიახლეებისაზოგადოება2019 წლიდან პედაგოგებს მიეცემათ შესაძლებლობა ონლაინ რეჟიმში გაიარონ ტრენინგი...

2019 წლიდან პედაგოგებს მიეცემათ შესაძლებლობა ონლაინ რეჟიმში გაიარონ ტრენინგი მათთვის სასურველ დროს და ადგილას

Published on

 2019 წლიდან პედაგოგებს  მთელი საქართველოს მასშტაბით მიეცემათ  შესაძლებლობა, მათთვის სასურველ დროს და ადგილას, ონლაინ რეჟიმში გაიარონ ტრენინგი როგორც ზოგადპროფესიულ, ასევე, საგნობრივ (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, მათემატიკა, გეოგრაფია, ინგლისური) მოდულებით.  საქართველოში ეს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც მასწავლებლები ასეთ მასშტაბურ პროექტში ჩაერთვებიან, რაც მათ   პროფესიულ განვითარებას მეტად ხელმისაწვდომს გახდის. 
 
ამაზეა მიმართული  ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი, რომელსაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს. პირისპირ კურსების ონლიან ფორმატში კონვერტირებას გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემია  უზრუნველყოფს. 
 
ამჟამად მასწავლებლები ჩართულები არიან საპილოტე პროგრამაში, რომელიც ხელმისაწვდომია  ვებგვერდზე: https://curriculu.me/  . 
 
 
დისტანციური ონლაინ კურსების  შემუშავება დასრულდება 2019 წლის აპრილში და ხელმისაწვდომი გახდება ყველა დაინტერესებული მასწავლებლისთვის
 
 
პროექტის შესახებ: 14 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს და მიზნად ისახავს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში უწყვეტი პროფესიული განვითარების ეფექტიანი სისტემის დანერგვას, ასევე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის შესაძლებლობების გაზრდას, სატრენინგო მასალებისა და საჭირო რესურსის შექმნას. პროექტი 2016 წლის იანვარში დაიწყო და 2019 წლის ზაფხულში დასრულდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

სიახლეები

იქს, იგრეკ, ზეტებია მთელ საქმეში, როგორ ამოვიცნო ჩემი თავი ცვლადებში? – ნიკა გვარამია

ჩემი ბრალის საქმეში ჩემზე არ წერია არაფერი, არც ბრალში და არც მტკიცებულებეებში, ორი წინადადება...

ეკა კუპატაძე პროკურატურას მადლობას უხდის

"აი, რა მაყვირებდა, გიგა იყო უმწიკვლო, ე.ი. მისი მკვლელები იქნებოდნენ მანიაკები"- ასე ეხმაურება...

გიგა ავალიანის მკვლელობაში ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ

თბილისში მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობაში ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ - ამის პარალელურად, დაკავებულების ირგვლივ...

სიღარიბის გასანულებლად დაგვჭირდება რამდენიმე წელიწადი – კობახიძე

ჩვენი მთავარი ამოცანაა, სიღარიბის მთლიანად აღმოფხვრა, განულება ჩვენს ქვეყანაში და ვფიქრობთ, ამისათვის დაგვჭირდება რამდენიმე...