მთავარისიახლეებისაზოგადოებადღეს ქუთაისის აეროპორტში ოპერირება Wizz air-ის მეორე ბაზირებულმა თანამედროვე საჰაერო ხომალდმა...

დღეს ქუთაისის აეროპორტში ოპერირება Wizz air-ის მეორე ბაზირებულმა თანამედროვე საჰაერო ხომალდმა დაიწყო

Published on

დღეიდან, ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება Wizz air-ის მეორე ბაზირებულმა თანამედროვე საჰაერო ხომალდმა დაიწყო, რომელიც რეგულარულ ფრენებს ესპანეთის, საფრანგეთის, ჩეხეთის, იტალიის და საბერძნეთის მიმართულებით შეასრულებს.
 
დღეს   ქუთაისი-ათენი-ქუთაისის პირველი ბაზირებული რეისი შესრულდა. იგი , A 320 ტიპის თანამედროვე საჰაერო ხომალდით განხორციელდა.  პირველი რეისის მგზავრებს ქართული ღვინო, ბორჯომი, სარაჯიშვილის კონიაკი და ტკბილეული დაურიგდათ. 
 
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით ,  Wizz air ასევე, ქუთაისიდან ბერლინისა და დორტმუნდის მიმართულებით სიხშირეებს ზრდის.
 

სიახლეები

აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს

აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს და წერს,...

იოსელიანმა სააპელაციოს ელისაშვილის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა

საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ალექსანდრე ელისაშვილის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae)...

ტრამპი და ზელენსკი ერთმანეთს ნიუ-იორკში შეხვდებიან

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელ კოლეგას, დონალდ ტრამპს ნიუ-იორკში შეხვედება. ზელენსკი ამბობს, რომ ისინი ამ...

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...