მთავარისიახლეებისამართალისასამართლომ ან შვიდამდე დათვლა არ იცის, ან კორუმპირებულია და დათვლაში ,,პატრონი''...

სასამართლომ ან შვიდამდე დათვლა არ იცის, ან კორუმპირებულია და დათვლაში ,,პატრონი” უშლის ხელს, ოღონდ არა პიჯაკებისა

Published on

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და სდსს-ს ყოფილი უფროსის თემურ ჯანაშიას ინტერესების დამცველებმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენეს.
 
ისინი განმარტავენ, რომ მოსამართლე პროცესში აქტიურად ერევა, ვინაიდან დაინტერესებულია საქმის შედეგით და მოწმეებს კითხვებს თავად უსვამს, ისევე როგორც კითხვებს თავად სცემს პასუხს.
 
დაცვის მხარის შუამდგომლობას პროკურატურა არ დაეთანხმა. თავად მოსამართლემ ბადრი კოჭლამაზაშვილმა კი ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. 
 
ე.წ. პიჯაკების საქმის  მოსამართლემ  დაცვის მხარის შუამდგომლობაზე პასუხის გაცემისას განაცხადა , რომ არ გაგიჟებულა.
 
  "დაცვის მხარეს ალბათ უბრალოდ მოერიდა მოსამართლის შეურაცხმყოფელი სიტყვის ჩაწერა შუამდგომლობაში, თორემ დაწერდა მოსამართლე გაგიჟებულაო. შუამდგომლობაში მითითებული იყო, რომ მოსამართლე აქტიურად ერევა პროცესშიო, თითქოს მხარეებთან შეთანხმების გარეშე სვამდა კითხვას, თურმე მე დავსვი კითხვა, დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემას არ ვაცდიდი მოწმეს და მე ვპასუხობდი ჩემ კითხვას. დაცვის მხარეს, ალბათ, უბრალოდ მოერიდა მოსამართლის შეურაცხმყოფელი სიტყვის ჩაწერა შუამდგომლობაში, თორემ დაწერდა მოსამართლე გაგიჟებულაო, თვითონ სვამს კითხავს და თვითონვე პასუხობსო. მე მშვიდად ვარ, რადგან პროცესის გადაღება, ვიდეო-აუდიო ჩაწერა ხდება. ამას ვერავინ გააყალბებს და ჩემი ყველა სიტყვა იქნება აღბეჭდილი, ამას სჭიროების შემთხვევაში გამოიყენებს როგორც დაცვა, ისევე სასამართლო. სად მოისმინა დაცვის მხარემ რომ ნებართვის გარეშე დავსვი კითხვა და თავად გავეცი პასუხი?! ადვოკატს ალბათ აერია მისამართი და მსგავსი შემთვხევა სხვა პროცესზე მოხდა. არავითარი საფუძველი, რომ მიკერძოებული ვიყო, არ არსებობს, შესაბამისად, არ ვაკმაყოფილებ შუამდგომლობას", – განმარტა ბადრი კოჭლამაზიშვილმა.
 
სხვა საკითხია, რით ვერ დაითვალეს სააკაშვილის პიჯაკები და შამპუნები სასამართლოში  ამდენხანს, თორემ გიჟი და კორუმპირებული რომ არ აღიარებს თავის სიგიჟესა და კორუმპირებულობას ,  ჩვეულებრივი ამბავია. 

სიახლეები

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...

”ირო წიმი ევროპაშა”-ამ სლოგანით დღეს ზუგდიდში აქცია გაიმართება

9 მაისი, 19:00 - ზუგდიდი, სამხარეო ადმინისტრაციის წინ! 75 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროპამ...

“მთელს ევროპაში ასე უცებ ვერ გავასწორებთ ორმაგ სტანდარტებს” -ბოჭორიშვილი EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე არმიწვევაზე

"პოლონეთს კითხეთ , ორმაგი სტანდარტები არის ყველგან, ორმაგი სტანდარტებით ხდება მიდგომა. საქართველოში არ არის...