მთავარისიახლეებისაზოგადოებაქართულ ეკლესიას მოსკოვმა ახალი დროის კოლბინი დაუნიშნა

ქართულ ეკლესიას მოსკოვმა ახალი დროის კოლბინი დაუნიშნა

Published on

მოვალეობას, რომელსაც კოლბინები და ჩურკინები ასრულებდნენ საქართველოს კომპარტიის ცეკა-ში ( და არა მხოლოდ ცეკაში) ახლა ეკლესიაში ( და არა მხოლოდ ეკლესიაში)   რუსეთის პატრიარქის კირილის მიერ  საქართველოში რუსულ ენაზე მსახურებისთვის წარმოგზავნილი მღვდელმსახური შეასრულებს. როგორც ოფიციალურ განჩინებაშია ნათქვამი, მოსკოვის დეკანოზი ვლადიმირ ალექსანდროვი "აუცილებელ შემთხვევებში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციის წარმომადგენელი იქნება".
თეოლოგების ნაწილი აცხადებს,  მისი სახით   მოსკოვი  ფაქტობრივად კურატორსა და "მეორე მდივანს" აგზავნის.  
 
როგორც "თეოლოგი გურამ ლურსმანაშვილი გაზეთ "რეზონანსისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს,  ,,ზოგადად მღვდელმსახურის გაგზავნა სხვა ეკლესიაში ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა ეკლესიის ისტორიაში, თუმცა კითხვებს აჩენს ის, რომ "რუსულენოვანი მრევლი" მოსკოვში გაახსენდათ მხოლოდ მაშინ, როდესაც პატრიარქი ილია || ასაკშია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ რთულია და ქართველი საზოგადოება ღიად ლაპარაკობს შიდა საეკლესიო პრობლემებზე. საქართველოს ეკლესიაში იმდენი მღვდელმსახურია, ვინც სრულყოფილად ფლობს რუსულს, რუსულად ატარებს კიდეც მღვდელმსახურებას, ჩვენთან არ დგას პრობლემა, რომ რუსულენოვანი მრევლისთვის მსახურებას ვერ ვატარებდეთ და გვჭირდებოდეს უშუალოდ რუსეთიდან გამოგზავნილი სასულიერო პირი, ამიტომაც, ჩემი აზრით, ეს ფაქტი შემთხვევითი არ არის და კავშირშია ბოლოდროინდელ ამბებთან, იმავე მისი უწმინდესობის ასაკთან, მის მდგომარეობასთან. ზოგადადაც, რუსეთის ეკლესია არ არის ის ორგანიზაცია, რომელიც რაიმეს შემთხვევით აკეთებს. მით უფრო, რომ ჩვენ რუსეთის ეკლესიის განჩინებაში ვკითხულობთ, რომ დეკანოზი ვლადიმერ ალექანდროვი, ვინც რუსეთის წარმომადგენელია, გარკვეულ შემთხვევებში იქნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციის გამომხატველი საქართველოში. ეს უმნიშვნელო აღნიშვნა არ არის," – აღნიშნავს გამოცემა.
 
"ლურსმანაშვილის თქმით, განჩინებაში პირდაპირ არის გაცხადებული, რომ, გარკვეულ შემთხვევებში, როდესაც მოსკოვი საჭიროდ ჩათვლის, ეს პიროვნება იქნება მისი პოზიციის გამომხატველი. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანი არ იგზავნება მხოლოდ იმისთვის, რომ საქართველოში მცხოვრებ რომელიმე რუსს ჩაუტაროს მსახურება და ამით შემოიფარგლოს მისი მოღვაწეობა," თეოლოგი ამბობს, რომ როდესაც 2016 წლის კრეტის კრებაზე არ წავიდა ქართული დელეგაცია, სხვა ეკლესიის სასულიერო წრეებში ძალიან ღიად დაიწყო იმაზე საუბარი, რომ ეს პოზიცია განპირობებული იყო რუსული მხარის მხარდასაჭერად და არა საკუთრივ საქართველოს ეკლესიის აზრის გამოსახატავად და რომ ქართული ეკლესია ძალიან ხშირად ატარებს რუსული ეკლესიის პოლიტიკას, ამიტომაც ეს დანიშვნა ახლა კიდევ უფრო გააძლიერებს ეჭვს ამ მიმართულებით“, – განაგრძობს გამოცემა.
 
"უმჯობესია, ცოტა დროის გასვლას დაველოდოთ და ფაქტების მიხედვით შევაფასოთ, თუმცა, ჩემი აზრითა და იმ გამოცდილებით, რაც კრეტის კრებასთან დაკავშირებით უცხოელი სასულიერო პირებისაგან მაქვს გაგებული, როგორც კი ეს ფაქტი გახმაურდება, ეს კიდევ უფრო გაამყარებს უცხოელი სასულიერო პირების ვარაუდს, რომ საქარველოს ეკლესიაში არსებობს რაღაც ჯგუფი, რომელსაც ვექტორის რუსული მიმართულებით წაყვანა სურს. ეს კონკრეტული ფაქტი ამ მოსაზრებას კიდევ უფრო გაამყარებს", – აცხადებს ლურსმანაშვილი
 
 წყარო  http://www.resonancedaily.com/index.php?id_rub=2&id_artc=47796

სიახლეები

კიტ კელოგის ქალიშვილი ლინდსი გრემის გარდაცვალების სრულ გამოძიებას მოითხოვს

უკრაინის საკითხებში ტრამპის ყოფილი სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის ქალიშვილი მეგან მობსი 71 წლის სენატორის,...

ხაშურის საკრებულოში ოცნების ყოფილი დეპუტატი პატიმრობიდან გირაოთი გაათავისუფლეს

2 პირთან ერთად 5 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონების მითვისების ბრალდებით დაკავებული, ხაშურის საკრებულოში...

ქუთაისში კორპუსის მშენებლობაზე კონსტრუქცია ჩამოიშალა რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა

ქუთაისში, იოსებიძის ქუჩაზე კორპუსის მშენებლობაზე კონსტრუქცია ჩამოიშალა, რის შედეგადაც მშენებლობაზე დასაქმებული 1 ადამიანი დაიღუპა.  დაღუპულის...

არ გაჩერდება ეს რეზოლუციები ხან ეუთოსი, ხან ევროკავშირის ან ამერიკის შეფასებებიც იგივე იქნება-სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ პარტნიორების მხრიდან რეზოლუციელები არ აჩერდება - როგორც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა...