მთავარისიახლეებისაზოგადოებამადლობა, რომ მიცვალებული მამაკაცის ხეზე შემოდება არ განგვისაზღვრეს - რა...

მადლობა, რომ მიცვალებული მამაკაცის ხეზე შემოდება არ განგვისაზღვრეს – რა მოხდებოდა საკრებულოში რომ ძველი კოლხეთის პრაქტიკა გახსენებოდათ?

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებას მიცვალებულების მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვის შესახებ, საზოგადოების დიდი ინტერესი მოჰყვა.
 
Droa.ge-მ  გაავრცელა ინფორმაცია, როგორ რეგულირდება სასაფლაოების მოწყობა და მოვლა-პატრონობა სხვადსხვა მუნიციპალიტეტებში.
 
“თვითმმართველობის კოდექსის” თანახმად, სასაფლაოების მოწყობა და მოვლა-პატრონობა ადგილობრივი თვითმმართველობების საკუთარი უფლებამოსილებაა. გარდა ამისა, დადგენილებით რეგულირდება საფლავზე მეორეული დაკრძალვის შემთხვევები და წესი, პანთეონში საზოგადო მოღვაწეთა დაკრძალვის წესი, აგრეთვე, ის, თუ რა შემთხვევაში ხდება სასაფლაოს დახურვა ან გაუქმება.
 
საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე ამ დროისთვის 20 დადგენილებაა გამოქვეყნებული, საიდანაც მიცვალებულების მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვის წესი განსაზღვრული აქვთ: ქალაქ თბილისის (2014 წელს), გარდაბნის მუნიციპალიტეტის (2016 წელს), სენაკის მუნიციპალიტეტის (2016 წელს), ქალაქ ფოთის (2014 წელს), წყალტუბოს მუნიციპალიტეტის (2014 წელს), აბაშის მუნიციპალიტეტის (2012 წელს), გორისმუნიციპალიტეტის (2017 წელს), ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, ქალაქ ბათუმისა (2010 წელს) და ოზურგეთის (2013 წელს) მუნიციპალიტეტის საკრებულოებს.
 
ის საკრებულოები, რომლებსაც მიცვალებულების მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვის წესი აქვთ განსაზღვრული, აცხადებენ, რომ ეს განსაკუთრებული შემთხვევების, მაგალითად, კატასტროფის, ადამიანის გაყინვის და ა.შ. დროს გამოიყენება. გარდა ამისა, ასევე, არსებობენ რელიგიური კონფესიები, რომლებსაც დაკრძალვის განსხვავებული წესები აქვთ.
 
როგორც droa.ge-ს ვებგვერდზეა განმარტებული, ჯამში, სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესი, 64 მუნიციპალიტეტიდან, დადგენილი მხოლოდ 16 მუნიციპალიტეტს აქვს.
 
48 მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული დოკუმენტი საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული არ არის, შესაბამისად, გაურკვეველია, როგორ ახორციელებენ ეს მუნიციპალიტეტები საკუთარ უფლებამოსილებას, თუ მათ არანაირი წესი დადგენილი არ აქვთ.
 
ასე რომ ზუგდიდი გამონაკლისი არ არის, თუმცა ეს ვერაფერი ნუგეშია.
 
სანუგეშო უფრო ის არის, რომ  მიცვალებული მამაკაცის ხეზე შემოდება არ განგვისაზღვრეს –   რა მოხდებოდა  საკრებულოში რომ  ძველი კოლხეთის  პრაქტიკა გახსენებოდათ? ან იქნებ  გაახსენდათ, მაგრამ თავი იმ მიზეზით შეიკავეს, რომ ოლიგარქმა ლამისაა ხე არ დაგვიტოვა ზუგდიდში, რომ მიცვალებული დავკიდოთ? 
 
ასეა თუ ისე :  ,, დიდ მარდი, ღურელ ყაშა ვამამიდვითუნ ''

სიახლეები

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს - უკრაინის გენშტაბის ცნობით, ომის...

ევროკავშირმა ნავალნის მოწამვლაში მონაწილეობისთვის ექვს რუს პირს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა დღეს რუსეთის ექვს მოქალაქეს, რომლებიც ქიმიური იარაღის, კერძოდ ეპიბატიდინის, შემუშავებასა და მოკლული რუსი...

3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე მთიან რეგიონებში წვიმაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე საქართველოს მთიან რაიონებში მოსალოდნელია...

TI- ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492 390 ლარი დახარჯა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ბოლო ერთ წელიწადში 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492...