მთავარისიახლეებისაზოგადოებაკონსტანტინე გამსახურდია: ბრძოლა ყველგან, სადაც ჩვენ ვართ და ბრძოლა ყველგან, სადაც არა...

კონსტანტინე გამსახურდია: ბრძოლა ყველგან, სადაც ჩვენ ვართ და ბრძოლა ყველგან, სადაც არა ვართ!

Published on

აკაკი გაწერელიას მოგონებებიდან  კონსტანტინე გამსახურდიას შესახებ:
 
"მჟავანაძეობის დრო იყო. კონსტანტინე და მე რუსთაველის პროსპექტზე მივაბიჯებდით. ანაზდად კონსტანტინემ შემომთავაზა: – ას-ასი გრამი არაყი დავლიოთო! დავლიეთ. ხათრს ხომ არ გავუტეხდი.
 
მერე აიჩემა: – არქიტექტორთა ყრილობას უნდა დავესწროთო! ღალატი არ შეიძლებოდა. დავყევი მის სურვილს. შევედით სამხატვრო გალერეაში, სადაც ეს ყრილობა მიმდინარეობდა.
 
კონსტანტინემ ვასილ მჟავანაძეს სიტყვით გამოსვლის უფლება სთხოვა. მისცეს სიტყვა, მთავრობამ იფიქრა, ამ გამოსვლას ხალხთა მეგობრობას დაუკავშირებსო, მაგრამ იმედები გაუცრუვდა.
 
კონსტანტინემ დაიწყო: «უცნაური ხალხი ვართ ქართველები! დავით აღმაშენებლის ძეგლი არ დგას თბილისში. ძეგლი კი არა, ქუჩაც კი არ გავიმეტეთ, მისი სახელი დაგვერქმია, კამოსთვის კი არაფერს ვიშურებთ, მისი საფლავი ძეგლად ვაქციეთ. აი, თქვენი ხუროთმოძღვრება! საღამოს ვუმართავთ! ამხ. კამოს ქართველი ერის წინაშე მხოლოდ ერთი დამსახურება მიუძღვის – ჩვენი უსაყვარლესი ბელადის ცოლს, ქალბატონ ნადეჟდა კრუპსკაიას უკურნებელი ვენერიული სენი შეჰყარა, იმან კი – ლენინს. იცოდეთ, ვასილ პავლოვიჩ, ამას კაცობრიობა დაგიფასებთ!
 
კინაღამ ჩაეშალათ ყრილობა.
 
აი, კლასიკური ირონიის მაგალითი. როცა კონსტანტინე ჩამოვიდა ტრიბუნიდან, იქვე, პირველ რიგში მჯდომ მჟავანაძესთან მივიდა და ჰკითხა: – ვასილ პავლოვიჩ, უხერხული ხომ არაფერი მითქვამს?
 
იცოდნენ რა მისი ხასიათის სიმტკიცე და პირდაპირობა, მასთან კამათს და ხუმრობას ვერავინ ბედავდა."

სიახლეები

ყველანი თავისი გამოცდილებით შეეხიდებიან მას მსახურებაში – მეუფე ისაია შიო მუჯირზე

მეუფე ისაიას პირველი კომენტარი ახალი პატრიარქის გამორჩევის შემდეგ - ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ამბობს,...

სააპელაციო სასამართლომ სინდისის 9 პატიმრის მიმართ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციების საქმეზე მსჯავრდებულების მიმართ საქალაქო სასამართლოს განაჩენი...

მთელი ეს პროცესები რაღაც რიტუალს დაემსგავსა – მზია ამაღლობელის სიტყვა სასამართლოზე

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა მზია ამაღლობელმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმე...

ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია ხვალ, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს გაიმართება

ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია ( ტახტზე აყვანის წეს-განგება) ხვალ, 12 მაისს, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს...