მთავარისიახლეებისაზოგადოებადაკავებულების ახლობლები თვლიან, რომ 8-ვე ბრალდებული შსს-ს პირადი პატიმარია

დაკავებულების ახლობლები თვლიან, რომ 8-ვე ბრალდებული შსს-ს პირადი პატიმარია

Published on

სპეცოპერაცია ღამის კლუბებში – ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით დაკავებულ 8 პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფების გათავისუფლებას სასამართლოს 5 და 10 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სთხოვდნენ. დაცვას მოსამართლემ უარი უთხრა და პატიმრობის გადაწყვეტილება ხუთ საათიანი სხდომაზე მიიიღო.დაკავებულებიდან არც ერთი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.   
დაკავებულების ოჯახის წევრები კი ამტკიცებენ, რომ განსასჯელის სკამზე მჯდომი 8-ვე ახალგაზრდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების პირადი პატიმრები არიან. მათ არგუმენტად მოჰყავთ, ის სპეცოპერაცია, რომელიც მათივე მტკიცებით, პარასკევს მოქალაქეების უფლებების დარღვევით ჩატარდა.
სასამართლოს გადაწყვეტილებას დაცვის მხარე ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს. 

სიახლეები

აშშ-ის წამყვანი მედიასაშუალებები ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სასამართლოში იდავებენ

აშშ-ის წამყვანი მედიასაშუალებები - CNN, MS NOW და Politico - დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ...

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა არმაზ ახვლედიანის პოლიტიკური სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსების გამჭვირვალობის დეპარტამენტში თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის მიმართ მონიტორინგი დაიწყო. ამის შესახებ...

აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს

აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს და წერს,...

იოსელიანმა სააპელაციოს ელისაშვილის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა

საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ალექსანდრე ელისაშვილის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae)...