ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ გამართულ აქციას ზუგდიდელი ახალგაზრდებიც შეუერთდნენ

0
373

თბილისში, პარლამენტის წინ გამართულ აქციას ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ ზუგდიდელი ახალგაზრდებიც შეუერთდნენ. ძალადობასა და რეპრესიას „თანასწორობის მოძრაობაც“ აპროტესტებს. ზუგდიდიდან ორგანიზაციის წევრები და აქტივისტები გაემგზავრნენ. ადგილობრივ ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ისინი უერთდებიან დაანონსებულ აქციას პარლამენტთან, რადგან თვლიან, რომ აუცილებელია აქციის მონაწილეების მხარდაჭერა და ქუჩაში უფრო მეტი ხალხის გამოსვლა და სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება. აქციის მონაწილეები ამბობენ, ისინი პოლიციური სისტემის დანგრევის მიზეზით გამოვიდნენ ქუჩაში. მათი მთავარი მოთხოვნა კი პრემიერ-მინისტრის და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომაა. აქციის მონაწილეების თქმით, სწორედ გიორგი კვირიკაშვილისა და გიორგი გახარიას მფარველობით დაინერგა საქართველოში პოლიციური მმართველობა. „ჩვენ პრობლემას ვხედავთ პოლიციურ სახელმწიფოში და პოლიციურ მმართველობაში, რომელიც ამ ქვეყანაში წლები არის დგას უმთავრეს პრობლემად. 12 მაისის ღამის დარბევაც იყო სწორედ პოლიციური სახელმწიფოს გამოვლინება და დაშინების მცდელობა საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მიმართ და საზოგადოების მიმართ. ზოგადად ძალის დემონსტრირება, რამაც მასიურად გამოიწვია ადამიანების უფლებების შელახვა. ნარკოპოლიტიკა საქართველოში ეს არის პოლიციური სისტემის დანამატი. ეს არის ინსტრუმენტი, რომელსაც იყენებს პოლიციური სისტემა საკუთარი ძალაუფლების გასამყარებლად,“-განაცხადა “თეთრი ხმაურის” მოძრაობის წევრმა ბექა წიქარიშვილმა.

წინა სტატია15:00 საათის მონაცემებით ამომრჩეველთა აქტივობამ 37.5 % შეადგინა
შემდეგი სტატიამოძრაობა „თეთრი ხმაურის“ კონტრაქციაზე გიორგი გაბედავა დააკავეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური