მთავარისიახლეებისაზოგადოებაარჩევნების დღემ საარჩევნო უბნებზე მშვიდ გარემოში ჩაიარა- ცესკო

არჩევნების დღემ საარჩევნო უბნებზე მშვიდ გარემოში ჩაიარა- ცესკო

Published on

საღამოს 8:00 სთ-ზე სამივე საარჩევნო უბანი კანონის შესაბამისად დაიხურა.სეცკოს ინფორმაციით,  არჩევნების დღემ საარჩევნო უბნებზე მშვიდ გარემოში ჩაიარა. ამომრჩევლები მთელი დღის განმავალობაში , ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით მონაწილეობდნენ არჩევნებში და თითოეულმა მათგანმა შეძლო საკუთარი კონსტიტუციური უფლების დაუბრკოლებლად განხორციელება.ელექტრონული ხმის დათვლის საპილოტე პროექტის მონაცემები, როგორც ამომრჩეველთა ქცევის, ისე საარჩევნო პროცესის შესახებ დეტალური ანალიზის შემდეგ განიხილება ჩართულ მხარეებთან და ფართო საზოგადოებასთან ერთად.აპარატიდან ამობეჭდილი ელექტრონული მონაცემების საინფორმაციო ფურცელი ხელმისაწვდომია როგორც საარჩევნო უბნებზე, ისე ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე. ამასთან, შეგახსენებთ, რომ აღნიშნული არ წარმოადგენს არჩევნების წინასწარ შედეგებს.კანონმდებლობით განსაზღვრული ხმის დათვლის პროცედურები უკვე დაიწყეს საუბნო საარჩევნო კომისიებმა. ხმის დათვლის პროცედურების დასრულების შემდეგ, საუბნო შემაჯამებელი ოქმები, საოლქო საარჩევნო კომისიაში მიღებისთანავე, აიტვირთება ცესკოს სპეციალურ ვებ-გვერდზე results.cec.gov.ge.
რაც შეეხება ინფორმაციას ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ: საღამოს 8:00 სთ-ის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 47, 43 % (1337 ამომრჩეველი).

სიახლეები

საოკუპაციო ხაზს მიღმა სოფელში დათა პაპას მეუღლე გარდაიცვალა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, რომელიც საოკუპაციო ხაზს მიღმაა, დათა (პაპას) ვანიშვილის მეუღლე, ვალია ვანიშვილი...

ძლიერდება, როცა ებრძვიან – მაია ასათიანი ნანუკა ჟორჟოლიანზე

"17-ის იყო, რომ გავიცანი, მე-18-ის, მეგობრებიც ვიყავით და მტრებიც, არ იყო ადვილი, ის რომ...

არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი – ეკა ხოფერია

რა ვიცი, რა გითხრათ აბა... გავაგრძელოთ ასე. საქმე არც მხოლოდ ნანუკაშია, არც ბუკა პეტრიაშვილში...

ძალიან კარგი და შინაარსიანი შეხვედრა გაიმართა – დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვის მშობლები პატრიარქს შეხვდნენ

პატრიარქმა მოგვისმინა და განაცხადა, რომ ყველა საჭირო პირთან ექნება კომუნიკაცია ამ პრობლემის მოგვარების მიზნით...