მთავარისიახლეებისაზოგადოება"შავი პარასკევის" შემდეგ ქუჩაში ათასობით ადამიანი გამოვიდა

“შავი პარასკევის” შემდეგ ქუჩაში ათასობით ადამიანი გამოვიდა

Published on

შენი თავისუფლებისთვის!  – ამ ლოზუნგით აქცია პარლამენტის წინ ღამის კლუბებში წუხელ ჩატარებული სპეცოპერაციების პასუხად დაინიშნა. შეძახილებით, ტრანსფარანტებითა და მაღლა აწეული ხელებით ასეულობით ახალგაზრდა რუსთაველის გამზირზე პოლიციის ძალადობის გასაპროტესტებლად შეიკრიბა. ბასიანსა და გალერიში ავტომატიანი სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლების შევარდნის გამო, აქციის ორგანიზატორებმა ხელისუფლებას პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდეს და კონკრეტული მოთხოვნები წაუყენეს.აქციის მონაწილეები მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე რუსთაველის გამზირის დატოვებას არ აპირებენ. 
აქციის მონაწილეები დედაქალაქის მერს დუმილის გამო საყვედურობდნენ. რუსთაველზე შეკრებილებს მიაჩნიათ, რომ კალაძის წინასაარჩევნო მთავარი დაპირება ღამის ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებით, მითი აღმოჩნდა.
აქციაზე რიგითი მოქალაქის სტატუსით სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. 
არასამთავრობოთა წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ პოლიციამ ძალას გადაამეტა და კლუბში შეკრებილების მიმართ ძალადობა გამოამჟღავნა. მათთვის ასევე გაუგებარია, რა საჭირო იყო ავტომატიანი სპეცდანიშნულების წარმომადგენლების კლუბების ტერიტორიაზე შევარდა, თუ ე.წ. ნარკორეალიზატორების შესახებ ინფორმაციას ისინი სამი თვის განმავლობაში ფლობდნენ.
აქციაზე დღეს ტურისტებიც იმყოფებოდნენ.

სიახლეები

მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება

მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება - ამის შესახებ განცხადება მათ პარლამენტთან...

ნათია თურნავა ინფლაციის ზრდას ახლო აღმოსავლეთის ომს უკავშირებს

ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი ნათია თურნავა ქვეყანაში არსებული ინფლაციის მიზეზად გარე შოკებს და ახლო აღმოსავლეთში...

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება-...

უკრაინამ პირველი მართვადი საჰაერო ბომბი შექმნა

პირველი უკრაინული მართვადი საჰაერო ბომბი (KAB) საბრძოლო გამოყენებისთვის მზადაა, მისი შემუშავება 17 თვე გაგრძელდა...