მთავარისიახლეებისაზოგადოებაივანიშვილის ხეებს შეწირული ინფრასტრუქტურა და აბუჩად აგდებული მოსახლეობის უპასუხოდ დარჩენილი კითხვები- 12...

ივანიშვილის ხეებს შეწირული ინფრასტრუქტურა და აბუჩად აგდებული მოსახლეობის უპასუხოდ დარჩენილი კითხვები- 12 სოფელი წუხელ ისევ შუქის გარეშე დარჩა. [Video]

Published on

ბიძინა ივანიშვილის დენდროპარკში გადასარგავად კიდევ ერთი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელიდან   ანაკლიაში გადაიტანეს. ევკალიპტისა და იშვიათი ჯიშის კატალპის ტრანსპორტირებისას პრობლემები შეიქმნა, 12 სოფელს ელ.ენერგია გაეთიშა, დაზიანდა საგზაო ნიშნები და გზის საფარმა ჩაიწია. მთელი ღამის განმავლბაში პარალიზებული იყო მოძრაობა ანაკლია-ზუგდიდის ცენტრალურ გზაზე.დიდი ზომის ხე დარჩელში, სპეციალურად გაკეთებულ ხიდე ვერ გაეტია და გადასასვლეი დაზიანდა, ასევე დაზიანდა სოფლის ერთ-ერთი მცხოვრების საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ღობე. დაიმტვრა ხის ტოტები, წაიქცა გარეგანათების ბოძები. ადგილობრივების ინფორმაციით, ელ.ენერგიის გამორთვა და ინფრასტრუქტურის განადგურება უკვე ჩვეულებად იქცა, რადგან მათი თქმით, ყოველ მეორე დღეს ასე ხდება და გამკითხავი არავინაა. 
ბიძინა ივანიშვილს ზუგდიდიდან რამდენიმე ხე მიაქვს, რომელთაც სპეციალურ ბორანზე მოათავსებენ და შეკვეთილში ზღვით გადაიტანენ. ხის ტრანსპორტირების პროცესში ასობით ადამიანია ჩართული.თითოეული ხის გადატანას რამდენიმე კვირა და საკმაოდ დიდი თანხები ჭირდება. ივანიშვილის ახირებული სურვილების დაკმაყოფილებას გარემო, ინფრასტრუქტურა და ადგილობრივების ინტერესები ეწირება.
 
 
 

სიახლეები

უკრაინამ რუსეთის კურსკის ოლქს შეუტია: დაღუპულია სამი ადამიანი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის კურსკის ოლქში, რამდენიმე ქალაქის სანაპიროზე განხორციელებული დარტყმის შედეგად 3...

ოჯახის მოთხოვნით, თორნიკე რიჟვაძე თურქეთში გადაიყვანეს

თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. ინფორმაცია ფორმულას, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ...

როგორ მოქმედებს? — ტკივილის შემსუბუქებიდან გულის შეტევის პრევენციამდე

ასპირინი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებაა, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით აცეტილსალიცილის მჟავას შეიცავს. პრეპარატს მრავალმხრივი...

“ოცნებამ” უნდა შეწყვიტოს რუსეთის ხელისუფლების მსგავსად მოქმედება-კრამერი

„ქართული ოცნების“ ქმედებები კრემლის სახელმძღვანელოდანაა და საქართველო ავტორიტარული მმართველობისკენ მიჰყავს - ამის შესახებ დევიდ...