მთავარისიახლეებიპოლიტიკა„იყო პატარა გაუგებრობა, არაფერი სერიოზული არ იყო“ - ბიძინა...

„იყო პატარა გაუგებრობა, არაფერი სერიოზული არ იყო“ – ბიძინა ივანიშვილი, პატარა დიდი გაუგებრობა ქართულ პოლიტიკაში

Published on

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მეხუთე ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილი აირჩიეს 

ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ყრილობაზე  პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზები განმარტა
 
„რატომ ვბრუნდები პოლიტიკაში, მაშინ, როცა რამდენიმე წლის წინ საჯაროდ განვაცხადე, რომ ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში მივიღებდი? რატომ გადავწყვიტე ახლა, კვლავ ჩავუდგე სათავეში იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც 2012 წელს დავაფუძნე და ჩემს ხალხთან ერთად შევასრულე ჩემს ცხოვრებაში ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე საპატიო მისია, დავამარცხე და დარწმუნებული ვარ  ქვეყნის მართვას საბოლოოდ ჩამოვაშორეთ მოძალადე და ხალხის მჩაგვრელი ხელისუფლება,“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
 
ბიძინა ივანიშვილის თქმით, ქვეყანა რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას.
„პირველი მიზეზია ობიექტურად არსებული არასახარბიელო სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ამ ისედაც რთული ვითარების კიდევ უფრო მძაფრ, ხელოვნურად დამძიმებულ ფერებში წარმოჩენის განუწყვეტელი მცდელობები. 
 
მეორე, ოპონენტების უმრავლესობისგან მომდინარე უკიდურესად დესტრუქციული მუხტი 
"ჩვენი ოპონენტების უღირსი ნაწილი ხელისუფლებასთან არაარგუმენტირებული მეტოქეობის გონივრული, უკეთესი ალტერნატივების შეთავაზებისა და დასაბუთებული კრიტიკის ნაცვლად, ანტიდემოკრატიული რევანშის წყურვილით შეპყრობილია. ისინი ერთმანეთს ეჯიბრებიან არა უკეთესი პროგრამების წარმოდგენაში, არამედ ქვეყანაში უპერსპექტივობისა და უიმედობის ატმოსფეროს დანერგვაში, რადგან იციან, რომ მხოლოდ ეროვნული პესიმიზმია მათი ერთადერთი პლაცდარმი, რომლიდანაც შეძლებენ ქართულ დემოკრატიაზე შურისძიებას,“- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
 
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მესამე პრობლემად პარტიაში არსებული დაპირისპირება დაასახელა.
„ჩემთვის ნათელია, რომ ამ და ქვეყნის წინაშე არსებული სხვა მრავალი გამოწვევის ფონზე, ხელისუფლების შიგნით გარკვეული დაპირისპირება დაიწყო, რაც გასცდა პოლიტიკური გუნდისთვის მისაღებ დემოკრატიულობისა და აზრთა სხვადასხვაობის საზღვრებს და ეს არის მესამე მიზეზი, რის გამოც პოლიტიკაში ვბრუნდები… მე ვიგრძენი, რომ ჩემ მიერ შექმნილი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, რომლის იდეოლოგიური მდგრადობა მის სახალხოობაშია, ამ პროცესების გაღრმავების შემთხვევაში ხალხს დაშორდებოდა. ამიტომ გადავწყვიტე დაბრუნება,“- აღნიშნა ივანიშვილმა.
 
განცხადება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ყრილობის დასრულების შემდეგაც გააკეთა.
 
გუნდში მუშაობას ყურადღებით ვუყურებდი. კვირიკაშვილმა ადრეც შემომთავაზა რამდენჯერმე, ახლა ვნახე, რომ დროა  
"თუ მიაქცევთ ყურადღებას, პირველი განცხადების შემდგომ, როდესაც გუნდის წევრებმა პოლიტსაბჭოს სხდომის შესახებ და ჩემი შეხვედრის შემდგომ, უმრავლესობასთან ეს ხმაური დასრულდა. დაპირისპირებას ვერ დავარქმევთ, იყო პატარა გაუგებრობა, რომელიც დღეს ჩემს მოხსენებაშიც მოვიხსენიე. არაფერი სერიოზული არ იყო,“- აღნიშნა ივანიშვილმა.
 
"ქართული ოცნების" ახლადარჩეული თავმჯდომარე აცხადებს, რომ  პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ მედიასთან კომუნიკაცია ხშირად ექნება. ბიძინა ივანიშვილმა კითხვაზე, აპირებს თუ არა ის, პრემიერ-მინისტრის შეცვლას, აღნიშნა, რომ ამას არ გეგმავს. ის არ იქნება საპრეზიდენტო კანდიდატი.
 
 

სიახლეები

მარში “მადლობა მეგობარს” 11 მაისს აშშ-ის საელჩოსთან დასრულდა

11 მაისს მარში "მადლობა მეგობარს" გაიმართა, სადაც დემონსტრანტები მეტრო "დელისთან", მეტრო "სადგურის მოედანთან" და...

“ვლადიმირ პუტინი არ ისწრაფვის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისკენ უკრაინასთან” – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს თურქეთში რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენელთა სავარაუდო პირისპირ შეხვედრის შესახებ...

“ხუთშაბათს თურქეთში პირადად დაველოდები პუტინს, ხვალიდან კი ცეცხლის შეწყვეტას ველოდებით…” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა ვლადიმირ პუტინის წინადადებას რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკების...

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...