მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი მარგველაშვილი: ავლაბრის რეზიდენციის თემა პრინციპულ საკითხად რჩება და ამ სასახლეში შესვლა...

გიორგი მარგველაშვილი: ავლაბრის რეზიდენციის თემა პრინციპულ საკითხად რჩება და ამ სასახლეში შესვლა – არ შესვლით მომავალი პრეზიდენტი ბევრ რამეს იტყვის.

Published on

გიორგი მარგველაშვილი გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივას პრეზიდენტის რეზიდენცია ავლაბრიდან  ათონელზე გადავიდეს.  
 
მარგველაშვილის აზრით, ავლაბრის რეზიდენციის თემა მომავალი არჩევნებისთვისაც პრინციპულ საკითხად რჩება და ამ სასახლეში შესვლა – არ შესვლით მომავალი პრეზიდენტი ბევრ რამეს იტყვის.
 
იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დღეს მარგველაშვილს მიიჩნევს, რომ მომავალი პრეზიდენტი ავლაბრიდან ათონელზე უნდა გადავიდეს.
 
 
ოპოზიციაში საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივას რეზიდენციის ცვლილებასთან დაკავშირებით აკრიტიკებენ. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ამ თემის გააქტიურებას პიროვნულ დაპირისპირებას უკავშირებენ. 
 
გიორგი მარგველაშვილი 2013 წელს, როდესაც პრეზიდენტობისთვის ემზადებოდა, აცხადებდა, რომ სასახლე ზედმეტად პომპეზური იყო, თუმცა  ავლაბრის რეზიდენციაში დარჩენა საკითხის პოლიტიზირების შემდეგ გადაწყვიტა, რადგან ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი აღნიშნულ რეზიდენციაში არ უნდა ყოფილიყო.
 
პრეზიდენტ მარგველაშვილის გადაწყვეტილების შემდეგ ივანიშვილმა მის რჩეულ საპრეზიდენტო კანდიდატს კვადრატული მეტრები და კომუნალურები დაუთვალა. მარგველაშვილმა კი უპასუხა, რომ ივანიშვილს რეალურად არა ხარჯები, არამედ არამორჩილი პრეზიდენტი აღიზიანებდა.
 
 
 

სიახლეები

შსს- ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ...

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის...

დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე

“დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე...

კაია კალასი მასშტაბურ სანქციებს აანონსებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისთვის ემზადება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს,...