მთავარისიახლეებისაზოგადოებაგამოკითხულთა 58% ფიქრობს, რომ სასამართლო სისტემა მმართველი პარტიის გავლენის ქვეშაა - „საერთაშორისო...

გამოკითხულთა 58% ფიქრობს, რომ სასამართლო სისტემა მმართველი პარტიის გავლენის ქვეშაა – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევის სედეგები

Published on

გამოკითხულთა 58% ფიქრობს, რომ სასამართლო სისტემა მმართველი პარტიის გავლენის ქვეშაა, ხოლო 51% თვლის, რომ ის მიკერძოებულია, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევაშია საუბარი. კვლევა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს ასახავს და ორგანიზაციის დაკვეთით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ განახორციელა. 
 
კვლევა 2018 წლის 3-28 მარტის პერიოდში ჩატარდა და მთელი საქართველოს მასშტაბით 1843 ადამიანი გამოიკითხა. გამოკითხვის საშუალო ცდომილება 2,8 პროცენტს შეადგენს.
 
კვლევა მოიცავდა კითხვებს კორუფციის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინსტიტუტებისადმი ნდობის, ხელისუფლების ძირითადი შტოებისა და ორგანოების მუშაობის, საჯარო პოლიტიკის მნიშვნელოვანი საკითხების, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ.
კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა მხოლოდ 1% ამბობს, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში მათ ან მათი ოჯახის წევრებს ქრთამი მოსთხოვეს სახელმწიფო მომსახურების სანაცვლოდ; გამოკითხულთა 36% ფიქრობს, რომ საქართველოში გავრცელებულია საჯარო მოხელეთა მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენება პირადი მიზნების მისაღწევად, ხოლო 16% ფიქრობს, რომ ასეთი რამ გავრცელებული არ არის;
 
სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებთან შედარებით, საგრძნობლად დაბალია მოქალაქეთა ნდობა პარლამენტისა და სასამართლოს მიმართ, რომლებსაც სრულად ან მეტწილად ენდობა გამოკითხულთა მხოლოდ 17% და 20% შესაბამისად; 
 
გამოკითხულთა 58% ფიქრობს, რომ სასამართლო სისტემა მმართველი პარტიის გავლენის ქვეშაა, ხოლო 51% თვლის, რომ ის მიკერძოებულია. გამოკითხულთა 80% მიიჩნევს, რომ სისტემაში არ უნდა მუშაობდნენ ის მოსამართლეები, რომლებიც წარსულში ზეწოლის შედეგად უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებდნენ;
 
გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მმართველი პარტიის ინტერესებს ემსახურებიან პროკურატურა (57%), შინაგან საქმეთა სამინისტრო (55%) და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (55%;
 
გამოკითხულთა მხოლოდ 30% ფლობს ზუსტ ინფორმაციას 2017 წელს განხორციელებული მთავრობის ოპტიმიზაციის შესახებ(მინისტრთა რაოდენობის ცვლილება). ამასთან, 61% ფიქრობს, რომ მინისტრების რიცხვი კიდევ უნდა შემცირდეს

სიახლეები

თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა

თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ვიზიტი დაიწყო. მაიკლ ო'ფლაერტი სამოქალაქო საზოგადოებას უკვე შეხვდა....

ვოლოდიმირ ზელენსკი ფრიდრიხ მერცს შეხვდება

Reuters- ის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, დღეს გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცს, შეხვდება. გამოცემა...

საიამ ემიგრანტებისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის აკრძალვა საკონსტიტუციოში გაასაჩივრა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) საფრანგეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. სარჩელი...

14 აპრილი დედაენის დღეა

14 აპრილი დედაენის დღეა 1978 წლის 14 აპრილს თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართა - მოქალაქეები...