მთავარისიახლეებიპოლიტიკაგამოკითხულთა 45% მიიჩნევს, რომ სამართალდამცველები ნარკოტიკის ჩადების მეთოდს იყენებენ.

გამოკითხულთა 45% მიიჩნევს, რომ სამართალდამცველები ნარკოტიკის ჩადების მეთოდს იყენებენ.

Published on

გამოკითხულთა 45% მიიჩნევს, რომ სამართალდამცველები კონკრეტული ადამიანების დაკავების მიზნით, ნარკოტიკის ჩადების მეთოდს იყენებენ. ამის შესახებ, არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია ნათქვამი. 
 
კითხვაზე ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას, რომ სამართალდამცველები კონკრეტული ადამიანების დაკავების მიზნით იყენებენ ნარკოტიკების ჩადების მეთოდს ?
პასუხი ვეთანხმები – 45%-მა პროცენტმა გასცა. 
არ ეთანხმება -35%
 
კითხვაზე, უნდა მოიხადოს თუ არა ციხის სასჯელი ადამიანმა შემდეგი ნარკოტიკის პირადი მოხმარების გამო?  გამოკითხულთა უმრავლესობა, 72 პროცენტი, აცხადებს, რომ  მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარების შემთხვევაში ადამიანმა სასჯელი არ უნდა მოიხადოს.
 
ხოლო გამოკითხულთა 56%-ის აზრით, პირი, რომელიც კლუბურ ნარკოტიკს მოიხმარს, ციხეში არ უნდა მოხვდეს.
 
არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 53% მიიჩნევს,  ადამიანმა სასჯელი არ უნდა მოიხადოს არც ინტრავენური ნარკოტიკის მოხმარების შემთხვევაში.

.ორგანიზაციამ მთელი ქვეყნის მასშტაბით 1800 ადამიანი გამოკითხა. 

 
 
 

სიახლეები

უკრაინამ პირველი მართვადი საჰაერო ბომბი შექმნა

პირველი უკრაინული მართვადი საჰაერო ბომბი (KAB) საბრძოლო გამოყენებისთვის მზადაა, მისი შემუშავება 17 თვე გაგრძელდა...

ტრამპი- ირანის დრო იწურება, ჯობია, მალე იმოქმედონ!

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანთან სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე წერს, რომ ირანს დრო...

“ოცნება” საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრებების კონტროლს იწყებს

შინაგან საქმეთა სამინისტროში იქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქცია საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრების სისტემური...

ეს არ არის ჩემი განსასჯელი – ცოტნე ივანიშვილი სინდისის პატიმრებზე

„მოდით, ძალიან მოკლედ გეტყვით: თავისთავად, ძალიან მტკივნეული არის ყველასთვის ნებისმიერი პატიმრის მდგომარეობა, განსაკუთრებით, ახალგაზრდის....