მთავარისიახლეებისაზოგადოებაბავშვებმა თხუნელა ( ,,კროტი'') შეჭამეს. ორივე მოზარდის მდგომარეობა მძიმეა

ბავშვებმა თხუნელა ( ,,კროტი”) შეჭამეს. ორივე მოზარდის მდგომარეობა მძიმეა

Published on

მილების გასაწმენდი ქიმიური ნივთიერება ,,კროტით“ მოწამვლის შედეგად იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში მოთავსებული ორი მოზარდის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ერთი სულ  5 წლისაა, მეორე  და 9 წლისა .
 
ორივე ბავშვი გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბრიგადამ უმძიმეს მდგომარეობაში ფოთიდან თბილისში,  იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს.  ექიმების განცხადებით, მათ  მკურნალობა ტოქსიკოლოგიურ დეპარტამენტში უტარდებათ.  პატარებს პირის ღრუს ლორწოვანი გარსი აქვთ დამწვარი. 
 
საავადმყოფოში აცხადებენ, რომ 5 წლის გოგონა საავადმყოფოში 9 მაისს გვიან ღამით შეიყვანეს, 9 წლის ბიჭი კი 10 მაისს, დღისით. მოწამლული ბავშვების ოჯახები ერთმანეთს არ იცნობენ.
 
როგორც ირკვევა, ბავშვებმა საკანალიზაციო სისტემის საწმენდი ქიმიური საშუალება – ე.წ. კროტი,   ფოთში,  მაღაზიაში შეიძინეს, მათ ეს  ტკბილეული ეგონათ. 
 
ჯერჯერობით უცნობია, იყიდეს თუ არა მოზარდებმა სიცოცხლისთვის საშიში ნივთიერება ერთსა და იმავე მაღაზიაში.  საგამოძიებო ორგანომ იაშვილის პერსონალის გარდა გამოკითხა „ბევერლი ჯგუფის“ ერთ-ერთი მაღაზიის გამყიდველი, სადაც ბავშვმა ბებიასთან ერთად კანფეტის ნაცვლად კროტი იყიდა.
 
.   ე.წ კროტი დიდი რაოდენობით კაუსტიკურ სოდას და ნატრიუმის სულფატს შეიცავს, რომელიც სიცოცხლისათვის საშიშია.
 

სიახლეები

საოკუპაციო ხაზს მიღმა სოფელში დათა პაპას მეუღლე გარდაიცვალა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, რომელიც საოკუპაციო ხაზს მიღმაა, დათა (პაპას) ვანიშვილის მეუღლე, ვალია ვანიშვილი...

ძლიერდება, როცა ებრძვიან – მაია ასათიანი ნანუკა ჟორჟოლიანზე

"17-ის იყო, რომ გავიცანი, მე-18-ის, მეგობრებიც ვიყავით და მტრებიც, არ იყო ადვილი, ის რომ...

არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი – ეკა ხოფერია

რა ვიცი, რა გითხრათ აბა... გავაგრძელოთ ასე. საქმე არც მხოლოდ ნანუკაშია, არც ბუკა პეტრიაშვილში...

ძალიან კარგი და შინაარსიანი შეხვედრა გაიმართა – დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვის მშობლები პატრიარქს შეხვდნენ

პატრიარქმა მოგვისმინა და განაცხადა, რომ ყველა საჭირო პირთან ექნება კომუნიკაცია ამ პრობლემის მოგვარების მიზნით...