მთავარისიახლეებიეკონომიკაშეხვედრა შსს - ში: საბოლოო გადაწყვეტილება „მესტია ჭალა-1“ და...

შეხვედრა შსს – ში: საბოლოო გადაწყვეტილება „მესტია ჭალა-1“ და „მესტია ჭალა-2“ – თან დაკავშირებით მიღებულია

Published on

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა საბანაძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრების მოადგილეებთან, ინვესტორებსა და სვანეთის ადგილობრივ მოსახლეობასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
 
 შეხვედრაზე სვანეთში მშენებარე ჰესების – „მესტია ჭალა-1“ და „მესტია ჭალა-2“ მშენებლობის უსაფრთხოების საკითხი განიხილეს. მხარეებმა ერთმანეთის პოზიციები მოისმინეს. სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ არც ერთი ჰიდროელექტროსადგური მთავრობასა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის მჭიდრო კომუნიკაციისა და შეთანხმების გარეშე არ აშენდება.
 
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა საბანაძემ განაცხადა, ენერგეტიკული სიმძლავრეების განვითარება არ უნდა მოხდეს მოსახლეობის ნების საწინააღმდეგოდ.
 
 
,,სახელმწიფო ერთი მხრივ, უზრუნველყოფს განვითარებას და მშენებლობის უწყვეტ წარმართვას და მეორე მხრივ, ამ პროცესში მოსახლეობის ინტერესების დაცვას და მათ ჩართულობას. ჩვენ მოსახლეობას მივეცით გარანტია, რომ მათი აზრის გათვალისწინების გარეშე მშენებლობა არ შედგებოდა“, – აღნიშნა მან
 
შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე პოზიციათა გაცვლის შემდეგ ყველა მხარე შეთანხმდა, რომ ეკონომიკური სიმძლავრეების გაზრდასა და ენერგოდამოუკიდებლობას ქვეყნის განვითარებისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს და მშენებარე ჰესებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს.
 
როგორც უწყებაში აცხადებენ, მშენებარე ჰესების საკითხს საზოგადოების მხრიდან აზრთა სხვადასხვაობა მოყვა. სხვა უწყებებთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინვესტორებსა და მოსახლეობას შორის მედიატორის როლი შეასრულა.
 
შსს-ს ცნობით, მიმდინარე წლის 1-ელ იანვარს ძალაში შევიდა ახალი საკანონმდებლო ცვლილება, გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის შემუშავებასთან დაკავშირებით, რომლის მიზანია ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის პროცესი წარიმართოს მთავრობასა და მოსახლეობას შორის ეფექტური, მჭიდრო კომუნიკაციით, მოქალაქეთა მაქსიმალური ჩართულობითა და ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით..

სიახლეები

ფოთელი პედაგოგის მიმართ მუქარის გამო დაკავებულს 2.000 ლარიანი გირაო შეუფარდეს

ფოთის სასამართლომ 2 000-ლარიანი გირაო შეუფარდა 2006 წელს დაბადებულ თ.ხ.-ს, რომელმაც პედაგოგ, იგორ კეკელიას "სოციალურ...

სად ვერ გაივლით და სად რა შეზღუდვებით გაივლით ინტენსიური თოვის გამო

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ...

თბილისში მანქანა დაიწვა, ერთი ადამიანი დაიღუპა

თბილისში, გლდანთან ავტომობილი გზიდან გადავარდა და დაიწვა, დაიღუპა ერთი პირი. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების...

გრენლანდიაზე უთანხმოების გამო, ტრამპი რვა ევროპულ ქვეყანას ტარიფებს უწესებს

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 17 იანვარს Truth Social-ზე დაწერა, რომ გრენლანდიის საკითხზე უთანხმოების გამო დანიას,...