მთავარისიახლეებისაზოგადოებაცრუ სატელეფონო ზარი და განგაში- ზუგდიდის მე-2 საჯარო სკოლაში ხანძარი არ ყოფილა...

ცრუ სატელეფონო ზარი და განგაში- ზუგდიდის მე-2 საჯარო სკოლაში ხანძარი არ ყოფილა [Video]

Published on

სახანძრო-სამაშველო სამსახურში შეტყობინება დღის მეორე ნახევარში შევიდა. სატელეფონო საუბარში უცნობმა სამსახურს მე-2 საჯარო სკოლაში ხანძრის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები სკოლაში გამოძახებიდან რამდენიმე წუთში მივიდნენ, თუმცა შემოსული შეტყობინება არ დადასტურდა. სკოლის დირექტორი ნინო ბულია ამბობს, რომ ზარი სახანძროში სკოლიდან არ შესულა: „მე-5 გაკვეთილი იყო, როცა მოვიდნენ, დაათვალიერეს მთლიანად შენობა, შემოწმდა სხვენიც, თუმცა ინფორმაცია აღმოჩნდა არასწორის. ცრუ განგაში იყო. ვინ დარეკა ალბათ ამას გაარკვევენ.“ მე-2 საჯარო სკოლის დირექტორის თქმით, სკოლაში სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა და ჩვეულებრივ გაკვეთილები გრძელდება. ნინო ბულიას თქმით, ასეთი ცრუ განგაში იყო დაახლოებით 2 თვის წინაც, როცა პატრული გამოიძახეს, თუმცა არ ეს დადასტურდა. სკოლის ერთ-ერთი მასწავლებლის  ვაჟა ესართიას თქმით, ეს პორველი შემთხვევა არ არის და ვინც ამას აკეთებს, უნდა მოეთხოვოს პასუხი : „ ბოლო 3 წლის მანძილზე ეს არის ცრუ განგაშის მერამდენე შემთხვევა, არ ვიცი ვინ აკეთებს ამას, მაგრამ უნდა გამოიძიონ და უნდა დაისაჯოს ამის ჩამდენი“- უთხრა „ოდიშინიუსს“ ვაჟა ესართიამ. მისი თქმით, როცა სახანძრო სამსახურის ბრიგადა მოვიდა, გაკვეთილს ატარებდა, თუმცა საგაკვეთილო პროცესი არ შეუწყვეტია. 
რტაც შეეხება შსს-ს უწყებაში განმარტეს, რომ შეტყობინება შევიდა, თუმცა ფაქტი არ დადასტურდა, შესაბამისად საქმეც არ აღძრულა.
 
 
 

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...