მთავარისიახლეებისაზოგადოებაშუმანის დეკლარაციის 68-ე წლისთავს ევროკავშირის მისიამ ზუგდიდში მარათონი მიუძღვნა

შუმანის დეკლარაციის 68-ე წლისთავს ევროკავშირის მისიამ ზუგდიდში მარათონი მიუძღვნა

Published on

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ზუგდიდში  შუმანის დეკლარაციის 68-ე წლისთავს აღნიშნავს. ღონისძიება მარათონით გაიხსნა, რომელიც ბულვარის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო. მარათონის დასრულებამდე ქალაქის მთავარ ხეივანზე მოძრაობა ავტომობილებით შეიზღუდა.ზუგდიდის საველე ოფისის ინფორმაციით, წელს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის სოფლებს. 9 მაისს ევროკავშირის მისია პირველი საჯარო სკოლის ეზოში სხვადასხვა სპორტულ და კულტურულ ღონისძიებას გამართავს.  68 წლის წინ, 1950 წლის 9 მაისს, მაშინდელმა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რობერტ შუმანმა, გადადგა პირველი ნაბიჯი იმ ორგანიზაციის შექმნისკენ, რასაც დღეს ევროკავშირს ვუწოდებთ. 9 მაისს, შუმანის დეკლარაციის პრინციპების გათვალისწინებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აღნიშნავს ევროპის დღეს.

სიახლეები

სტუ მომავალი წლიდან არატექნიკური პროფილის დისციპლინებზე სტუდენტებს ვეღარ მიიღებს – კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავალი აკადემიური წლიდან არატექნიკური პროფილის დისციპლინებზე...

ტექნიკური უნივერსიტეტი და სახელმწიფო უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და სახელმწიფო უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება - შესაბამისი განცხადება "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა...

პროკურატურამ ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა. მეოთხე ბრალით ოპოზიციონერს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანის შეურაცხყოფას ედავებიან. პროკურატურის...

ნიკას ვერ გატეხავთ – ანზორ მელია

ცნობილი ქართველი ექიმი, ანზორ მელია, შვილის, ნიკა მელიასთვის ახალი ბრალის წარდგენას ზექოლად აფასებს. კარდიოლოგი...