მთავარისიახლეებისაზოგადოებავინ და რატომ განახორციელა ჰაკერული თავდასხმა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მთავარ სერვერზე?

ვინ და რატომ განახორციელა ჰაკერული თავდასხმა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მთავარ სერვერზე?

Published on

შინაგან საქმეთა სამინისტროს კიბერდანაშაულთან მებრძოლმა დანაყოფმა მოკვლევა უკვე დაიწყო მოკვლევა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მთავარ სერვერზე 2 მაისის დილას განხორციელებულ  ჰაკერულ თავდასხმასთან დაკავშირებით. 
თავდასხმის შედეგად  დაიბლოკა ბაზა, სადაც ავიაციის სამსახური ფრენების შესახებ ინფორმაციას ინახავდა. 
 
პირველადი ვერსიით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემთა ბაზებზე თავდასხმა უცხოეთიდან მოხდა. გაითიშა ვებ გვერდი, ქართველმა სპეციალისტებმა დაკარგეს წვდომა ელექტრონული ფოსტაზე და მთელს იმ ინფორმაციაზე, რომელიც ავიაკომპანიების შესახებ მათ გააჩნდათ. გამოსასყიდის სახით თავდამსხმელებმა კრიპტოვალუტა მოითხოვეს.
 
„ჰაბ ჯორჯიას“ დამფუძნებელი, ვასილ ურუშაძე არ გამორიცხავს, რომ სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სერვერებიდან მონაცემები მოქმედი მაღალჩინოსნების დავალებით წაშალეს და კიბერთავდასხმის ისტორია კვალის დაფარვის მიზნით გამოიგონეს.
 
ვასილ ურუშაძის მტკიცებით, უკვე წლებია, სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია ფრენების შესახებ ინფორმაცია აყალბებს და სირიასა და სხვა აკრძალულ ზონებში შესრულებული ავიარეისების შესახებ მონაცემებს მალავს.
 
„ჰაბ ჯორჰიას“ დამფუძნებლის ინფორმაციით, საეჭვო ფრენების გამო უახლოს მომავალში საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო შემოწმებას ევროკონტროლი გეგმავდა, აუდიტის წინ კი მონაცემები წაშალეს და ამით არალეგალური ფრენების შესახებ ინფორმაცია გაანადგურეს.
 
სკანდალური ჟურნალისტური გამოძიება არალეგალური ფრენების შესახებ გადაცემა P.S-მა იანვარში მოამზადა, საიდანაც გაირკვა, რომ რამდენიმე ავიაკომპანია ყველა ავიარეისს არ არეგისტრირებდა და ამ დარღვევაზე სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია თვალს ხუჭავდა.
 
ვირუსი, რომლითაც უკვე მესამე დღეა სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სერვერების ბლოკირება მოხდა, „რამსონ ვეარია.“
 
. უცნობია, გამოიკვეთება თუ არა კიბერთავდასხმის გამოძიების პროცესში სხვა დანაშაული, რომელიც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მაღალჩინოსნებამდე მიდის.
 

სიახლეები

22 წლის ზუგდიდელი ახალგაზრდა, რომელიც თბილისში დაშავდა, რეანიმაციაში გადაიყვანეს

ინგოროყვას სახელობის კლინიკაში აცხადებენ, რომ ახალგაზრდა, რომელმაც გუშინ თვალის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო რეანიმაციულ...

“კატეგორიულად ვგმობთ საქართველოს მოსახლეობის თავისუფალ ნებაზე სასტიკ ძალადობას” – ყოფილი საჯარო მოხელეები

ყოფილი საჯარო მოხელეები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ამბობენ, რომ "კატეგორიულად გმობენ საქართველოს მოსახლეობის თავისუფალ...

დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი “ოცნებას” მოუწოდებს, შეცვალოს “ევროპული ღირებულებებისგან გადახვევის მავნე კურსი”

დიდი ბრიტანეთის ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, სტივენ დოუტი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს...

დღეს დილიდან გაიფიცნენ ზუგდიდის სხვა და სხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები

ახალგაზრდები რუსული რეჟიმის წინაღმდეგ! დღეს დილიდან გაიფიცნენ ზუგდიდის საჯარო სკოლის სხვა და სხვა მოსწავლეები,...