ივანიშვილის პოლიტიკაში დე იურე დაბრუნების მიზეზი არის ის ფაქტი, რომ ძალიან ხშირად გაისმის კრიტიკა არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით.

0
428
პოლიტოლოგები ,,ქართულ ოცნებასი'' მიმდინარე პროცესებს და პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის  ღია დაბრუნებას აანალიზებენ. 
"ჩემი აზრით, ივანიშვილის დაბრუნების მთავარი მიზეზი არ გახლავთ პარტიაში არსებული დაპირისპირება. ამ პრობლემის მოგვარება გარკვეულ წილად შესაძლებელი იყო კულუარული გზით. მაგალითად, მასმედიის წამომადგენლების გარეშე შეეძლო სხდომა ჩაეტარებინა "ქართული ოცნების" ოფისში ან სადმე სხვაგან და ეს დაპირისპირება გაენეიტრალებინა. ივანიშვილის პოლიტიკაში დე იურე დაბრუნების მიზეზი არის ის ფაქტი, რომ ძალიან ხშირად გაისმის კრიტიკა არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით. ეს ოფიციალურ დოკუმენტებშია ასახული, მათ შორის საქართველოს ფარგლებს გარეთ. აღნიშნულის შესახებ საუბარი იყო როგორც ევროკავშირის შესაბამის დოკუმენტებში, ისე "ფრიდომ ჰაუსის" და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებშიც. თუ "ფრიდომ ჰაუსის" კრიტიკა მმართველ ძალას შეეძლო, სახელმწიფო დეპარტამენტის კრიტიკას "ქართული ოცნება" უკვე ვერ უპასუხებდა ანალოგიურით", – აცხადებს პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე გაზეთ "რეზონანსის" ონლაინ-ვერსიისთვის მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ჩიტაძე: ივანიშვილი "ოცნებაში" არსებული დაპირისპირების გამო არ დაბრუნებულა. 
 
"ამიტომ გადაწყვიტა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნება – იმის გასაქარწყლებლად, რომ ქვეყანაში არსებობს არაფორმალური მმართველობა. ამ შემთხვევაში არც ოპონენტებს და არც საერთაშორისო საზოგადოებას არ ექნება არგუმენტები არაფორმალური მმართველობაზე, რადგან ივანიშვილი ახლა უკვე პარტიულ თანამდებობას იკავებს… ივანიშვილი კი დაბრუნდა, მაგრამ მეორე საკითხია, რამდენად აქტიური იქნება ის პოლიტიკაში. მე ვფიქრობ, შედარებით ნაკლებად და ის არ დაიკავებს სახელმწიფო თანამდებობას, არც პრეზიდენტის პოსტზე წამოაყენებს საკუთარ კანდიდატურას და არც პრემიერი გახდება, რადგან მოსახლეობის წინაშე ზედმეტ პასუხისმგებლობა არ აიღებს. ის იქნება პარტიულ პოსტზე, მაგრამ შესაძლებელია, ზოგჯერ "ქართული ოცნების" სხდომებსაც არ დაესწროს. ჩემი აზრით, მისი დაბრუნებით რადიკალურ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. პარლამენტის სტრუქტურაში ფიზიკურად ვერაფერი შეიცვლება, რადგან, თუ პარტიიდან ვინმე გარიცხეს, ფაქტია, პარლამენტიდანაც ვერ გარიცხავენ. რაც შეეხება სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხრივ ცვლილებებს, არც ამას უნდა ველოდოთ, რადგან ივანიშვილის პრემიერობის პერიოდში ქვეყანაში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 6,4 %-დან 3.2%-მდე შემცირდა", – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.
 
"დემოკრატიის მხრივად პროგრესს არ ჰქონდა ადგილი. მაგალითად, 53 გამგეობაში ვიცით, რომ ძალისმიერი გზით მოხდა ადგილობრივი ხელისუფლების შეცვლა (როდესაც გამგეობებში შეჭრა მოხდა). მაშინ ივანიშვილმა თქვა, რომ მოსახლეობა არ იყო ინფორმირებული, რომ პარლამენტის შეცვლა არ ნიშნავს ადგილობრივ გამგეობებში ცვლილებასო. თუმცა, თუ მოსახლეობა არ იყო ინფორმირებული, პოლიციას ხომ უნდა მიეღო შესაბამისი ზომები?! ასევე, სიტყვის თავისუფლებაზეც იყო ზეწოლა. კერძოდ, გვახსოვს, ივანიშვილმა დაიბარა ექსპერტები და პირდაპირ ეთერში 4 საათის განმავლობაში აკრიტიკებდა მათ. განსაკუთრებით იმათ, ვინც შედარებით ლოიალურად ითვლებოდა ივანიშვილის მიმართ, რადგან ის თვლიდა, რომ გაცემული გრანტებისა თუ ფინანსური დახმარების გამო, ისინი დავალებული იყვნენ ივანიშვილის წინაშე. შემდგომში დაიბარა მედიის წამომადგენლები და ე.წ. მიჭირხვნის პოლიტიკა გაატარა იმის გამო, თუ რატომ დაიწერა ესა თუ ის სტატია და რატომ გამოითქვა კრიტიკული მოსაზრებები. შესაბამისად, მე ვფიქრობ, ივანიშვილის დაბრუნებით დადებით ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ, მდგომარეობა უკეთესობისკენ არ შეიცვლება. ღმერთმა ქნას, ვცდებოდე, მაგრამ უახლოესი პერიოდის გამოცდილება არ მაძლევს ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთების საშუალებას", – დასძენს ნიკა ჩიტაძე..
წინა სტატიაჰავაიზე ვულკანი ამოიფრქვა, მიწისძვრის სიმძლავრე 6,9 მაგნიტუდას შეადგენდა
შემდეგი სტატიაზუგდიდელი მძღოლების საპროტესტო აქცია ,,რუხი მოლთან”[Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური