მთავარისიახლეებიპოლიტიკამთელი ევროპა და ამერიკა შემოვიარე ტატუნაშვილის თემით, მე რომ ამ თემას წამომიყენებ,...

მთელი ევროპა და ამერიკა შემოვიარე ტატუნაშვილის თემით, მე რომ ამ თემას წამომიყენებ, რომ ტატუნაშვილის თემაზე არ ისაუბრაო, სერიოზული კომენტარია ეს?! -მარგველაშვილი

Published on

მთელი ევროპა და ამერიკა შემოვიარე ტატუნაშვილის თემით, მე რომ ამ თემას წამომიყენებ, რომ ტატუნაშვილის თემაზე არ ისაუბრაო, სერიოზული კომენტარია ეს?!, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.
 
მისი თქმით, პარლამენტში გამოსვლისას არსებითი თემა იყო რუსეთი, ცივი ომის პერიოდი, საქართველოს ამერიკული ორიენტაციისთვის გადასადგემლი ნაბიჯები. 
 
„როდესმე „ქართული ოცნება“ გამოსულა და უთქვამს, რა კარგი მოხსენება ჰქონდა პრეზიდენტს?! როდესმე „ნაციონალური მოძრაობა“ გამოსულა და უთქვამს, რომ მადლობა, ასეთი კარგი მოხსენება გქონდაო?! არა… ერთი წლის წინ, თუ ორი წლის წინ, მქოდა ერთსაათიანი მოხსენება და მაშინ დეტალურად, ასე ხატოვნად თემები ჩავშალე. მაშინ თქვეს, ლექციას რატომ გვიკითხავს, ჩვენ ისედაც ყველაფერი კარგად გვესმისო… მე ამ გამოსვლაზე გადავწყვიტრე და რა თქმა უნდა სტილი შევცვალე, მაგრამ მე რომ სტილს ვცვლი, თავი კი არ უნდა მივიმართლო, რომ რატომ გავაკეთე ასეთი მოხსენება. მე უნდა უნდა მელაპარაკოს ვინმე იმ თემებზე, რა თემებზეც მე ვისაუბრე. სტილი შევცვალე სრულიად შეგნებულად და გავაკეთე მოკლე მესიჯური მოხსენება. უბრალოდ სტილია სხვა. აქამდე უფრო ფართოდ ვყვებოდი, ახლა გადავწყვიტე მესიჯური მოხსენების გაკეთება, ისადაც ყველა თემას შევეხე და თითო წინადადება იყო მესიჯი“, – განაცხადა მარგველაშვილმა. 
 
„ქართული ოცნების“ განცხადებით, პრეზიდენტმა ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას არ ისაუბრა ისეთ მნიშვნელოვან თემაზე, როგორიც არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეა.  

სიახლეები

უკრაინაში Starlink-ის მუშაობა აღდგა – მედია

უკრაინაში Starlink-ის სამხედრო ვერსიის - Starshield-ის მუშაობა აქტიურად განახლდა და ხარისხი კვლავ უმჯობესდება. ამის შესახებ...

ზელენსკის თქმით, უკრაინა რუსეთის ნავთობქარხნებზე იერიშებს განაახლებს

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, კიევი რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიშებს განაახლებს. ამის შესახებ მან...

აჭარასა და სამეგრელოში ხორცპროდუქტების მწარმოებლებს დარღვევების გამო საწარმო პროცესი შეუჩერდათ

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის დეპარტამენტების ინსპექტორებმა ხორცპროდუქტების საწარმოებში სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს. სურსათის...

25 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს

ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს! საქართველო ივანიშვილის გარეშე! - 25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას...